aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: ზურაბ ჯაფარიძე: ივანიშვილის ფინანსურ რესურსებს საქართველოს ეკონომიკის განადგურებაშეუძლია Georgian News  Georgian News 
ივანიშვილის ფინანსურმა რესურსებმა შეიძლება არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი, არამედ ქვეყნის ეკონომიკაც გაანადგუროს, მიაჩნია სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის თავმჯდომარეს ზურაბ ჯაფარიძეს, იტყობინება “GHN“. ამის შესახებ მან განაცხადა კომენტარის გაკეთებისას საამომრჩევლო კანონმდებლობაში ცვლილებეთან დაკავშირებით, რომლებიც გუშინ, 13 დეკემბერს, პირველ სხდომაზე პარლამენტის ფინანსურ კომიტეტში განიხილეს.



„ჩვენ ბიძინა ივანიშვილის სახით ახალი პოლიტიკური მოთამაშე გვყავს, რომელსაც უსაზღვრო ფინანსური რესურსი აქვს. მისი კაპიტალი, ფაქტობრივად, საქართველოს მშპ-ის ნახევარია. ამ ფინანსური რესურსის გამოყენებამ შეიძლება არა მხოლოდ ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი, არამედ ეკონომიკაც გაანადგუროს“, - თქვა მან.


ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ არსებული რეალობიდან გამომდინარე აუცილებელია კანონის თვალსაზრისით დაფინანსების საკითხის გამკაცრება. მისი შეფასებით, აუცილებელია პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების გაუქმება.


„სახელმწიფო დაფინანსება საერთოდ არ უნდა არსებობდეს, ვინაიდან ამან გამოიწვია ის, რომ დღეს არსებობს არაჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი, მრავალი რაღაც პოპულისტური პოლიტიკური გაერთიანება, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ, შემდგომ 4 წელიწადში კი არაფერს აკეთებენ“, - თქვა მან.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4154.html
Posted by Drakula | 15 Dec 2011, 20:01 | News »
 

"ეკონომიკა: ზურაბ ჯაფარიძე: ივანიშვილის ფინანსურ რესურსებს საქართველოს ეკონომიკის განადგურებაშეუძლია" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 20 April 2024
  • English Georgian