aspurcela.ge
როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: სააკაშვილი: „ის, რასაც ევროპარლამენტისგან ვიღებთ, მართლაც ახდენილ ოცნებას ჰგავს“ Georgian News  Georgian News 
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა სტრასბურგში გალა-სადილს, რომელიც ევროპარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან პოლონეთის რესპუბლიკის წასვლას მიეძღვნა. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის დაჩქარებაში პოლონეთის უდიდეს როლს ხაზი გაუსვა. სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ თამამად საუბარი პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა დაიწყო, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ გააგრძელა.



„ამ შემთხვევაში, როგორც მგონია, დონალდ ტუსკი იყო კომპოზიტორი და მის შემდეგ ეს შესანიშნავი კომპოზიცია აჟღერდა“, - განაცხადა სააკაშვილმა და დაამატა, რომ საქართველო უახლოეს მომავალში ამ ორგანიზაციის წევრად გახდომის შანსს იღებს.


„ის, რასაც ამ ორგანიზაციისაგან ვიღებთ, მართლაც ახდენილ ოცნებას ჰგავს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.


მან ასევე გაიხსენა ევროდეპუტატი, რომელიც ცოტახნის წინ საქართველოს შესახებ მიღებული დადგენილების ავტორი გახლავთ. მხარდაჭერისთვის სააკაშვილმა კშიშტოფ ლესეკს ევროპელი გმირი უწოდა.


პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ უნდა გააგრძელოს ის რეფორმები, რომლებიც ქვეყანას კიდევ უფრო დააახლოვებს ევროპასთან.


„საუკუნეების განმავლობაში საქართველო ევროპისკენ მიისწრაფოდა, ახლა კი ამ მიზანს შეგვიძლია მივაღწიოთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4159.html
Posted by Drakula | 15 Dec 2011, 20:09 | News »
 

"პოლიტიკა: სააკაშვილი: „ის, რასაც ევროპარლამენტისგან ვიღებთ, მართლაც ახდენილ ოცნებას ჰგავს“" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 26 April 2024
  • English Georgian