aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

 აუქციონზე გატანილია უცნობი ფილმი მაიკლ ჯექსონზე მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
4 მლნ ფუნტად (თითქმის 6.5 მლნ დოლარად) შეფასებული უცნობი ფილმი მაიკლ ჯექსკონზე „პოპ-მუსიკის მეფის“ ყოფილმა მძღოლმა ლონდონის აუქციონზე „ფეიმ ბიუროზე“ გაიტანა.
განათავსა - Drakula | 15 ნოემ. 2011, 19:45 | კომენტარები | შოუ-ბიზნესი | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ევროპაში ინტერნეტ-მომხმარებელთა რიცხვის მიხედვით ლიდერი შეიცვალა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
comScore-ის მონაცემებით, 2011 წლის სექტემბერში რუსეთმა გერმანიას ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით გაუსწრო და ევროპაში ქსელის აუდიტორიის სიდიდის მიხედვით უმსხვილესი ბაზარი გახდა. რუსულმა ინტერნეტ-აუდიტორიამ 15 წელზე უფროსი ასაკის 50.81 მლნ მომხმარებელი შეადგინა, რაც ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გერმანია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ამ მაჩვენებლის მიხედვით ლიდერობდა, ამჟამად მეორე ადგილზეა 50.13 მლნ მომხმარებლით.
განათავსა - Drakula | 15 ნოემ. 2011, 19:44 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 შევარდნაძეს ივანიშვილი-ბურჯანაძის ტანდემის სჯერა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოს ექს-პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს ეჭვი არ ეპარება, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიცია კოალიცია, რომელსაც ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში, დამაჯარებელ გამარჯვებას მოიპოვებს.
განათავსა - Drakula | 15 ნოემ. 2011, 19:44 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 5 | ვრცლად...
 
 ოქტომბერში საქართველოში 94.6 მილიონი დოლარი გადმოირიცხა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
2011 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი ნაკადების მოცულობამ 94.6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 7.9 მილიონი დოლარით, ანუ 9.1 პროცენტით აღემატება.
განათავსა - Drakula | 15 ნოემ. 2011, 19:43 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ვაშაძე: ეშტონის ვიზიტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის ახალი ეტაპის დასაწყისია საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საგარეო საკითხებისა და უსაფრთხოებისა საკითხების ევროკავშირის უმაღლესი კომისრის კეტრინ ეშტონის ვიზიტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის ახალი ეტაპის დასაწყისია. ამის შესახებ „კურიერთან“ საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. „ეს ვიზიტი, ერთი მხრივ, შედეგების შეჯამება, მეორე მხრივ, კი ჩვენს ურთიერთობაში ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება“, - აღნიშნა მან.
განათავსა - Drakula | 15 ნოემ. 2011, 19:43 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 გადასახადების გადახდის სიმარტივის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 39-ე ადგილზეა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
გადასახადების გადახდის პროცედურების სიმარტივის რეიტინგში, რომელიც მსოფლიო ბანკმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და აუდიტორულმა კომპანია PriceWaterhouseCooper-მა გამოაქვეყნეს, საქართველო 183 ქვეყანას შორის 39-ე ადგილზეა. საჭიროა აღინიშნოს, რომ წინა რეიტინგთან შედარებით საქართველომ თავისი პოზიცია 22 ადგილით გააუმჯობესა.
განათავსა - Drakula | 15 ნოემ. 2011, 19:42 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 2011 წლის ნოემბერი საქართველოში ბოლო 18 წლის განმავლობაში ყველაზე ცივი გახდა - სინოპტიკოსები საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ყველაზე ცივი ნოემბერი 1993 წლიდან საქართველოში - ასე დაახასიათა შემოდგომის ბოლო თვე გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზირების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ. თვის პირველი ნახევარი საქართველოსთვის უჩვეულოდ ცივი აღმოჩნდა - ყველა რეგიონში უხვი თოვა იყო, ჰაერის ტემპერატურა, განსაკუთრებით ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში, ნულის ქვემოთ დაეცა.
განათავსა - Drakula | 15 ნოემ. 2011, 19:42 | კომენტარები | გარემო | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ჩინეთის სოფელში ვლადიმირ პუტინის ორეული აღმოაჩინეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ცენტრალური ჩინეთის ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელში მასმედიის წარმომადგენლებმა რუსი პრემიერის ვლადიმირ პუტინის ორეული აღმოაჩინეს, იუწყება „GHN“. ლო იუანპინი ცენტრალური ჩინეთის პროვინცია ანხოის სოფელ ლუნცზიუიში ცხოვრობს. იგი უბრალო გლეხია. 48 წლის ლო იუანპინის მსგავსება რუს პრემიერთან ერთ-ერთი ადგილობრივი გაზეთის კორესპონდენტმა აღმოაჩინა, რომელიც სოფელში მოხვდა. ჟურნალისტის მიერ გადაღებული ფოტოსურათი გამოცემაში დაიბეჭდა, შემდეგ კი ანხოის პროვინციის ახალი ამბების პორტალზე მოხვდა, გადმოსცემს „РИА Новости“ სააგენტო „სინხუაზე“ მინიშნებით.
განათავსა - Drakula | 15 ნოემ. 2011, 19:41 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ლევან ვეფხვაძე: ქართველი მინისტრები არაკომპეტენტურები არიან საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ქართველი მინისტრები არაკომპეტენტურები არიან და მათ დაქვემდებარებულებაში მყოფ თემებში ვერ ერკვევიან, მიაჩნია ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელს, დეპუტატ ლევან ვეფხვაძეს, იუწყება “GHN“. მისი თქმით, მინისტრთა შეხედულებები განათლებაზე, ენერგეტიკაზე, ჯანდაცვაზე, სოფლის მეურნეობაზე რადიკალურად განსხვავდება იმ გამოწვევებისაგან, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის წინაშე დგას.
განათავსა - Drakula | 15 ნოემ. 2011, 19:41 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველოში შესაძლოა ახალი სახელმწიფო ბანკი შექმნან ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საქართველოს ხელისუფლებებს ახალი სახელმწიფო ბანკის შესაძლო შექმნის იდეა აქვთ. როგორც „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (EBRD) იტყობინება, ამ სტრუქტურის ექსპერტთა მხარდაჭერით უკვე მზადდება მოცემული პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება.
განათავსა - Drakula | 15 ნოემ. 2011, 19:41 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 18 მაისი 2024
  • English Georgian