aspurcela.ge
უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 The Lonely Planet: უკრაინა იმ ქვეყნების ტოპ-ათეულშია, რომელშიც ჩასვლა 2012 წელს ღირს World News  World News 
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გზამკვლევმა - The Lonely Planet-მა უკრაინა უგანდასთან, მიანმართან, ბუტანთან და კუბასთან ერთად მსოფლიოს იმ ქვეყნების ტოპ-ათეულში ჩასვა, რომლებშიც ჩასვლა 2012 წელს ღირს, იტყობინება “GHN“. The Lonely Planetტურისტებს კლიშეების შევსებასა და „ევროპის დიდ უცნობ ადგილთან“ გაცნობას სთავაზობს. რეიტინგში უკრაინამ მე-3 ადგილი დაიკავა, იტყობინება LB.ua ტიჟდენზე მინიშნებით, გადმოსცემს focus.ua
Posted by Drakula | 10 Nov 2011, 18:56 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 გერმანელმა ექსპორტიორებმა ევროზე უარის თქმის მზადყოფნაზე განაცხადეს World News  World News 
გერმანელი ექსპორტიორები მზად არიან, უარი თქვან ერთიან ევროპულ ვალუტაზე. ამის შესახებ განაცხადა გერმანელ ექსპორტიორთა გაერთიანების (BGA) უფროსმა ანტონ ბერნერმა, გადმოსცემს RTE. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია თავისუფალი ბაზარი, ერთიანი ვალუტა კი აუცილებელი არ არის. არის გერმანიაში სიცოცხლე ევროს შემდეგ? დიახ, არის“, - განაცხადა ბერნერმა ბერლინში არასამთავრობო ორგანიზაცია „უცხოური პრესის ასოციაციასთან“ შეხვედრაზე. გერმანიაში ევროზონიდან გამოსვლის საკითხი უკვე არაერთხელ წამოჭრილა. 2011 წლის სექტემბერში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გერმანელთა ნახევარზე მეტ ეროვნული ვალუტის დაბრუნებას ისურვებდა.
Posted by Drakula | 10 Nov 2011, 18:54 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 სსფ საქართველოს ეკონომიკური ზრდის შემცირებას პროგნოზირებს Business & Economics  Business & Economics 
სსფ-ის პროგნოზებით, 2012 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მიმდინარე წლის მაჩვენებელზე დაბალი იქნება. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ედვარდ გარდნერმა გუშინ, 9 ნოემბერს, გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
Posted by Drakula | 10 Nov 2011, 18:53 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 ცაგარეიშვილი: მომავალ საქართველოში სააკაშვილისთვის ადგილი არ არის Georgian News  Georgian News 
ფრაქციის „ერთიანობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარეს გია ცაგარეიშვილს მიაჩნია, რომ მომავალ საქართველოში სააკაშვილისთვის ადგილი არ იქნება. ასეთი კომენტარი გაუკეთა მან საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლონური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუს, რომელშიც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მისთვის ინტერესს აღარ წარმოადგენს.
Posted by Drakula | 09 Nov 2011, 19:26 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 გილაური: 2012 წლის სექტემბრიდან პენსიონერები დაზღვევას მიიღებენ Business & Economics  Business & Economics 
ოთხშაბათს, 9 ნოემბერს, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრთან ნიკა გილაურთან და შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ანდრია ურუშაძესთან შეხვედრაზე მომავალ ზაფხულში საპენსიო პაკეტის კიდევ ერთხელ გადახედვის აუცილებლობის შესახებ განაცხადა. „პენსიონერები საზოგადოების ყველაზე დამსახურებული და ყველაზე დაუცველი ნაწილია და მათთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სამედიცინო მომსახურებების ხელმისაწვდომობაა. ისინი შიმშილისაგან არ უნდა კვდებოდნენ და მათ შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, შვილიშვილებს კანფეტები მაინც უყიდონ, ამასთან, მათ რაიმე უნდა რჩებოდეთ, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, თუ პენსიონერი მარტო ცხოვრობს და კომუნალური მომსახურებებისთვის გადახდა უწევს. მომავალი წლის ზაფხულში ჩვენ შევიკრიბებით და საპენსიო პაკეტს გადავხედავთ, მსოფლიო ტენდენციებისა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
Posted by Drakula | 09 Nov 2011, 19:25 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 ალექსანდრე მაკედონელის საფლავი და აღთქმის კიდობანი საბერძნეთში აღმოაჩინეს World News  World News 
არქეოლოგებმა სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს. წინასწარი მონაცემებით, ბერძნულ კუნძულ ტასოსზე ალექსანდრე დიდის (მაკედონელის) საფლავი და აღთქმის კიდობანი აღმოაჩინეს, იუწყება “GHN“. ამის შესახებ გადმოსცემს „ინტერფაქსი“ პორტალ grekomania.ru-ზე, საბერძნეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს საინფორმაციო პარტნიორზე მინიშნებით.
Posted by Drakula | 09 Nov 2011, 19:25 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More...
 
 „ბილაინი“ საქართველოში მეოთხე თაობის ინტერნეტს ტესტავს Georgian News  Georgian News 
კომპანია „მობიტელმა“, რომელიც საქართველოში „ბილაინის“ სავაჭრო ნიშნის ქვეშ მუშაობს, საქართველოში პირველად წარმოადგინა მე-4 თაობის ინტერნეტი (4G), რომელიც LTE (Long term Evaluation) ტექნოლოგიის ბაზაზე ფუნქციონირებს. კომპანიის სათაო თბილისის ოფისის ინფორმაციით, პრეზენტაცია კურორტ ბაკურიანში ინოვაციური ტექნოლოგიუების სპეციალურად მომზადებულ სადემონსტრაციო ზონაში შედგა. კომპანიაში აღნიშნეს, რომ რეგიონში საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც მე-4 თაობის ინტერნეტის (4G) ტესტირება განხორციელდება.
Posted by Drakula | 09 Nov 2011, 19:24 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More...
 
 სსფ საქართველოს საგარეო ვალის შემცირებაზე ფიქრს ურჩევს Business & Economics  Business & Economics 
სსფ საქართველოს საგარეო ვალის შემცირებაზე ფიქრს ურჩევს. ამის შესახებ დღეს, 9 ნოემბერს, გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ედვარდ გარდნერმა განაცხადა.
Posted by Drakula | 09 Nov 2011, 19:24 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 გარდნერი: გლობალური ეკონომიკა საქართველოს ეკონომიკაზე სამი არხის მეშვეობით შეიძლებაახდენდესგავლენას Business & Economics  Business & Economics 
გლობალური ეკონომიკა საქართველოს ეკონომიკაზე სამი არხის მეშვეობით შეიძლება ახდენდეს გავლენას, - განუცხადა ჟურნალისტებს დღეს, 8 ნოემბერს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) წარმომადგენელმა ედვარდ გარდნერმა, რომელიც თბილისში იმყოფება. მისი თქმით, ქართულ ეკონომიკაზე გავლენა სავაჭრო არხების, უცხოური ინვესტიციებისა და ფულადი გზავნილების მეშვეობით შეიძლება ხორციელდებოდეს.
Posted by Drakula | 09 Nov 2011, 19:23 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 მსოფლიოში „უცოლშვილოთა ერები“ გაჩნდება World News  World News 
დედამიწის მოსახლეობამ შვიდი მილიარდის ზღვარს მიაღწია, თუმცა დემოგრაფები მაინც უკმაყოფილები არიან. მათი თქმით, უახლოეს ათწლეულებში პლანეტაზე „უცოლშვილოთა ერები“ გაჩნდება. ბოლო წლებში მსოფლიოში ქალების რეკორდულად დაბალი რაოდენობა იბადება. ამის შესახებ წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის მოსახლეობა ზრდას აგრძელებს, ახალშობილი ბიჭებისა და გოგონების თანაფარდობა სულაც არაა უკანასკნელთა სასარგებლოდ. ეს მრავალ დემოგრაფს აღელვებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქალების უკმარისობამ უახლოეს ათწლეულებში შესაძლოა კაცობრიობაზე არანაკლებ საგრძნობი გავლენა მოახდინოს, ვიდრე გლობალურმა დათბობამ. საშუალოდ მსოფლიოში მდედრობითი სქესის ყოველ 100 ჩვილ ბავშვზე 104-106 ბიჭი მოდის. მეცნიერთა თქმით, ის ქვეყნები, სადაც ყოველწლიურად უფრო მეტი გოგონა იბადება, ვიდრე ბიჭი, უბრალოდ გამონაკლისებია, რომლებიც წესებს ადასტურებს.
Posted by Drakula | 09 Nov 2011, 19:22 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More...
 


											ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 04 May 2024
  • English Georgian