aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: გილაური: 2012 წლის სექტემბრიდან პენსიონერები დაზღვევას მიიღებენ Business & Economics  Business & Economics 
ოთხშაბათს, 9 ნოემბერს, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრთან ნიკა გილაურთან და შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ანდრია ურუშაძესთან შეხვედრაზე მომავალ ზაფხულში საპენსიო პაკეტის კიდევ ერთხელ გადახედვის აუცილებლობის შესახებ განაცხადა. „პენსიონერები საზოგადოების ყველაზე დამსახურებული და ყველაზე დაუცველი ნაწილია და მათთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სამედიცინო მომსახურებების ხელმისაწვდომობაა. ისინი შიმშილისაგან არ უნდა კვდებოდნენ და მათ შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, შვილიშვილებს კანფეტები მაინც უყიდონ, ამასთან, მათ რაიმე უნდა რჩებოდეთ, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, თუ პენსიონერი მარტო ცხოვრობს და კომუნალური მომსახურებებისთვის გადახდა უწევს. მომავალი წლის ზაფხულში ჩვენ შევიკრიბებით და საპენსიო პაკეტს გადავხედავთ, მსოფლიო ტენდენციებისა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.



პრეზიდენტის თქმით, პენსიონერთა გარდა ქვეყანაში ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ხელფასის გაზრდას საჭიროებენ.
„ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმუმის მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ პედაგოგებს ხელფასი გავუზარდეთ, მაგრამ ქვეყანაში მუსიკალური სკოლების პედაგოგები დარჩნენ, რომლებიც ას ლარს იღებენ, რაც არც ხელფასი, და სტიპენდიაც კი არ არის, ქვეყანაში კი ასეთი კიდევ ბევრი ადამიანია. ამისათვის ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაა საჭირო, რათა ამის დაბალანსება შეგვეძლოს. ერთადერთი, რაზეც გული შემტკივა - ესაა პენსიონერთა პრობლემები და ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა სააკაშვილმა.


პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 2012 წლის 1 სექტემბრიდან ყველა პენსიონერი თვეში 15 ლარის (დაახლოებით 9 დოლარის) ოდენობის სადაზღვევო პაკეტით იქნება უზრუნველყოფილი.


ამას გარდა, 1 სექტემბრიდან 67 წელზე მეტი ასაკის პენსიონერებისათვის იგეგმება მინიმალური საპენსიო პაკეტის 140 ლარამდე გაზრდა.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3869.html
Posted by Drakula | 09 Nov 2011, 19:25 | News »
 

"საზოგადოება: გილაური: 2012 წლის სექტემბრიდან პენსიონერები დაზღვევას მიიღებენ" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 03 May 2024
  • English Georgian