aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ქართველი ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ჩხუბის გამო 15 დღით დააპატიმრეს Georgian News  Georgian News 
ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ლალი მოროშკინა გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ მთავარი რედაქტორის თაკო ფხაკაძის ცემისთვის 15 დღით დააპატიმრეს. ასეთი გადაწყვეტილება თბილისის სამოქალაქო სასამართლომ მიიღო, იუწყება “GHN“. სამართალდამცავებმა მოროშკინა გუშინ, 10 დეკემბერს, დილით დააკავეს. შეგახსენებთ, რომ ცნობილმა ქართველმა ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ თავის კოლეგას, გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ რედაქტორს თაკო ფხაკაძეს ფიზიკურად გაუსწორდა გადაცემა „ნანუკას შოუს“ ჩაწერის შემდეგ, რომელზედაც სხვადასხვა ნომინაციებში პრემიების გადაცემა ხდებოდა.
Posted by Drakula | 11 Dec 2011, 20:04 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 რუსეთის ათეულობით ქალაქში გაიმართა მიტინგები არჩევნების შედეგების წინააღმდეგ World News  World News 
ნოვოსიბირსკში, ეკატერინბურგში, ყაზანსა და სხვა ქალაქებში გაიმართა მიტინგები არჩევნების შედეგების წინააღმდეგ. შაბათს, 10 დეკემბერს, რუსეთის ათეულობით ქალაქში გაიმართა მიტინგები სახელმწიფო დუმაში არჩევნებზე გაყალბებების წინააღმდეგ. ყველაზე მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები ნოვოსიბირსკში, ეკატერინბურგში, ომსკში, ყაზანსა და ვორონეჟში დარეგისტრირდა.
Posted by Drakula | 11 Dec 2011, 20:03 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 ბაქრაძე: საქართველო ევროკავშირში უკრაინის შემდეგ გაწევრიანდება Georgian News  Georgian News 
საქართველოს პარლამენტის უფროსის დავით ბაქრაძის აზრით, რესპუბლიკა ევროპის კავშირში უკრაინის შემდეგ გაწევრიანდება. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში პროცესები ნორმალურად მიმდინარეობდეს, არ ართულებდეს ევროპული ინტეგრაციის პროცესს“, - აღნიშნა მან და დაამატა, რომ უკრაინა შავი ზღვის რეგიონში ევროპაში ინტეგრაციის განმსაზღვრელი ქვეყანაა. „ჩვენთვის უკრაინა ევროპაში ნიშნავს, რომ სსრკ არასდროს განმეორდება“, - ხაზი გაუსვა ბაქრაძემ.
Posted by Drakula | 11 Dec 2011, 20:03 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 ბათუ ქუთელია: საქართველო ნატოში სრულუფლებიან წევრობასთან ახლოსაა Georgian News  Georgian News 
საქართველო ნატოში ინტეგრაციის ფინალურ ეტაპზე იმყოფება, განაცხადა პარასკევს, 9 დეკემბერს, ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს უფროსის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ, როდესაც კომენტარს აკეთებდა ალიანსის ოფიციალურ დოკუმენტში საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის, ხსენებასთან დაკავშირებით.
Posted by Drakula | 10 Dec 2011, 18:57 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 ედუარდ კოკოითი წავიდა Georgian News  Georgian News 
ედუარდ კოკოითმა სამხრეთ ოსეთის მეთაურის თანამდებობიდან გადადგომა გადაწყვიტა, ხოლო ალა ჯიოევამ განმეორებით არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიიღო, იუწყება “GHN“. ასეთი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ცხინვალში სამხრეთ ოსეთის ე. წ. პრეზიდენტობის ექს-კანდიდატს ალა ჯიოევასა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელს სერგეი ვინოკუროვს შორის წარმოებული მოლაპარაკებების შემდეგ. როგორც საინფორმაციო სააგენტო „რესი“ გადმოსცემს, მოლაპარაკებების შედეგი გახდა ედუარდ კოკოთისა და ალა ჯიოევას მიერ ხელმოწერილი შეთანხმება, რომლის შესაბამისადაც სეპარატისტთა ლიდერი 10 დეკემბერს უნდა გადამდგარიყო, ხოლო ჯიოევას თავისი მომხრეები ცხინვალის ცენტრალური მოედნიდან გაეყვანა. ამას გარდა, მას 2012 წლის 25 მარტს ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ენიჭება.
Posted by Drakula | 10 Dec 2011, 18:56 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 საქართველო ნატოს ასპირანტი ქვეყანა გახდა Georgian News  Georgian News 
საქართველო პირველად იქნა ნახსენები ბრიუსელში მიღებულ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ დოკუმენტში ნატოს ასპირანტ ქვეყნად, განაცხადა ხუთშაბათს, 8 დეკებერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ. ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა ალიანსის 28 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთა დონეზე ოთხშაბათს, 7 დეკემბერს, მინისტრების ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში გაიხსნა.
Posted by Drakula | 09 Dec 2011, 21:42 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 Coca-Cola-ს საიდუმლო ფორმულა გადამალეს World News  World News 
პირველად 86 წლის განმავლობაში ამერიკულმა კომპანია Coca-Cola-მ პოპულარული გაზიანი სასმელის საიდუმლო ფორმულის შენახვის ადგილი გამოცვალა. ამის შესახებ იტყობინება Agence France-Presse. კომპანიის ხელძღვანელობის ცნობებით, სეიფი Coca-Cola-ს ხელნაწერი რეცეპტით საბანკო უჯრიდან, რომელშიც იგი 1925 წლიდან ინახებოდა, ატლანტაში (ჯორჯიას შტატი) მდებარე მუზეუმში „World of Coca-Cola“ გადაიტანეს.
Posted by Drakula | 09 Dec 2011, 21:41 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More...
 
 ხუხაშვილი: ბიძინა ივანიშვილის მაღალი რეიტინგი იმაზე მეტყველებს, რომ ქართული პოლიტიკა ორ პოლუსიანი ხდება Georgian News  Georgian News 
ბიძინა ივანიშვილის მაღალი რეიტინგი იმაზე მეტყველებს, რომ ქართული პოლიტიკა ორპოლუსიანი ხდება, - განუცხადა „IPN“-ს ექსპერტემა გია ხუხაშვილმა. „ბიძინა ივანიშვილის სახით გაჩნდა რეალური ძალა, რომელსაც ხელისუფლების დაბალანსება და ავტორიტარული ტენდენციების შენელება ძალუძს. თუმცა ამას თავისი მინუსებიც აქვს. კერძოდ, ამის უარყოფითი მხარე იმაშია, რომ ქართული პოლიტიკა კვლავ ორპოლუსიანი ხდება და ადგილი არ რჩება მესამე ძალისთვის, რომელიც არსებული მდგომარეობის კიდევ უფრო მეტად დაბალანსებას შეძლებდა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
Posted by Drakula | 09 Dec 2011, 21:41 | comments | პოლიტიკა | Score: 5 | Read More...
 
 IRI-ის გამოკვლევის თანახმად, საქართველოს რეგიონებს ყველაზე ხშირად მიხეილ სააკაშვილი სტუმრობს Georgian News  Georgian News 
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული ბოლო სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს რეგიონებს ყველაზე ხშირად მიხეილ სააკაშვილი სტუმრობს.
Posted by Drakula | 09 Dec 2011, 21:40 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 გილაური: საზოგადოება რეალურად იგრძნობს რეფორმებს ჯანდაცვაში Georgian News  Georgian News 
ჯანდაცვა საქართველოს 10-პუნქტიანი სამთავრობო გეგმის ერთ-ერთი უმნშვნელოვანესი მიმართულებაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე.
Posted by Drakula | 09 Dec 2011, 21:39 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

Menu
 Home
• Companies [12253] »
• Selling Leads [372] »
• Products [8397] »
• Private offers [3164] »
• Registered users [2496] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 Forums »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 19 October 2019
  • English Georgian