aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ლეიბორისტები შიშობენ, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი კოალიციურ მთავრობას შექმნიან Georgian News  Georgian News 
ლეიბორისტები შიშობენ, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი შეძლებენ შეთანხმებასა და კოალიციური მთავრობის შექმნას, რომელშიც პრემიერი იქნება სააკაშვილი, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე - ბიძინა ივანიშვილი. ან პირიქით... როგორც დღეს, 9 დეკემბერს, ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ განაცხადა, იმას, რომ სააკაშვილისა და ივანიშვილის გუნდებს შორის რაღაც შეთანხმება უკვე არსებობს, ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების მონაცემები მოწმობს.
Posted by Drakula | 09 Dec 2011, 21:39 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 ბაქრაძე: საქართველო რუსეთში არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოა Georgian News  Georgian News 
საქართველოს პარლამენტის უფროსმა დავით ბაქრაძემ კიევში ვიდეოხიდის მსვლელობაში განაცხადა, რომ საქართველო რუსეთში არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოა. „რუსეთის მიმართ პოლიტიკური პროგნოზების კეთება უმადურია. მაგრამ მე ვუერთდები იმ საერთაშორისო მისიების მიერ რუსეთის არჩევნების შეფასებას, რომლებიც მათ თვალყურს ადევნებდნენ. რუსეთში მიმდინარე პროცესები საქართველოსა და უკრაინაზე აისახება. ის, რასაც დღეს რუსეთში ვხედავთ, სიტყვიერი კონფრონტაციაა, დადანაშაულება კონსპირაციის თეორიებში. ეს ევროპასთან ნორმალურ ურთიერთობებს, ისევე როგორც ნორმალურ პროცესებს რუსეთში ხელს არ უწყობს“, - თქვა მან.
Posted by Drakula | 09 Dec 2011, 21:39 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 დიდი ბრიტანეთის გარდა, ევროკავშირის ყველა ქვეყანა თანახმაა საბიუჯეტო ხელშეკრულებისგასაფორმებლად World News  World News 
დიდი ბრიტანეთის გარდა, ევროკავშირის ყველა ქვეყანამ განაცხადა თავისი სურვილის შესახებ, შემოუერთდეს „საბიუჯეტო ხელშეკრულებას“, რომელიც შემოთავაზებული იქნა ევროზონის ლიდერებისთვის ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის პირველი დღის მსვლელობაში, ნათქვამია პარასკევს, 9 დეკემბერს, ევროკომისიის საიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში, იტყობინება “GHN“.
Posted by Drakula | 09 Dec 2011, 21:32 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 საკევარიშვილი: საქართველოს მედია-ბაზარზე საქმიანი ბიზნეს-გამოცემების „შიმშილი“ იგრძნობა Georgian News  Georgian News 
„ფორბსის“ ქართულენოვანი გამოცემის მთავარი რედაქტორის რეზო საკევარიშვილის აზრით, „ქართულ მედია-ბაზარზე საქმიანი ბიზნეს-გამოცემების „შიმშილი“ იგრძნობა“.
Posted by Drakula | 09 Dec 2011, 21:31 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 2030 წლისთვის ადამიანები სექსით დაკავებას შეწყვეტენ World News  World News 
2030 წლისთვის ადამიანებს აღარ დასჭირდებათ სექსით დაკავება იმ სასიამოვნო შეგრძენებების მისაღებად, რომლებიც ამ პროცესის დრო წარმოიქმნება, იუწყება “GHN“. მეცნიერები უკვე ახლა ამუშავებენ სპეციალურ ტექნიკას, რომელსაც ინტიმური სიახლოვის შეცვლის უნარი ექნება. დიდ ბრიტანეთში მუშაობენ მიკროსქემების შექმნაზე, რომლებსაც უნარი აქვთ ჩაწერონ სიგნალები, რომლებსაც ადამიანის ნერვული სისტემა სექსის დროს გამოსცემს, შემდეგ კი გაუშვან ისინი საჭირო დროს.
Posted by Drakula | 09 Dec 2011, 21:30 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More...
 
 აჭარაში შიდა ტურისტებს ძირითადად ზღვა, ხოლო უცხოელებს - ეკოტურიზმი იზიდავთ Georgian News  Georgian News 
აჭარაში შიდა ტურისტებს ძირითადად ზღვა, ხოლო უცხოელებს - ეკოტურიზმი იზიდავთ. ამის შესახებ ნათქვამია „აჭარაში ტურისტთა გამოკვლევაში“. გამოკვლევა „ACT გამოკვლევამ“ UNDP-ის დაკვეთით მოამზადა. გამოკვლევაში აღნიშნულია, რომ რეგიონში ტურიზმის განვითარების პროცესი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს, რაც მკვეთრად, ერთი მხრივ, ტურისტთა რაოდენობაზე, მეორე მხრივ კი, უცხოური ინვესტიციების მოცულობებზე აისახება. ასევე აღნიშნულია, რომ აჭარაში შიდა ტურისტებს ძირითადად ზღვა, ხოლო უცხოელებს - ეკოტურიზმი (მაღალმთიანი აჭარა) იზიდავთ. შესაბამისად, აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებების განვითარების სამუშაოები, რათა რეგიონი ტურისტებისთვის წლის ნებისმიერ დროს იყოს მიმზიდველი.
Posted by Drakula | 09 Dec 2011, 21:27 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 საქართველოში მიწისძვრა მოხდა Georgian News  Georgian News 
2,7 მაგნიტუტის სიმძლავრის მქონე მიწიძისვრა დასავლეთ საქართველოში, რაჭის რეგიონში, ქალაქ ონთან ახლოს მოხდა. ამის შესახებ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწისძვრის შემსწავლელმა ინსტიტუტის წარმომადგენელმა განაცხადა. მისი თქმით, მიწისძვრა თბილისი დროით 16.13 საათზე მოხდა.
Posted by consul | 07 Dec 2011, 19:36 | comments | გარემო | Score: 0 | Read More...
 
 საქართველო ევროპას ეკოლოგიურად სუფთა ელექტროენერგიას სთავაზობს Georgian News  Georgian News 
საქართველო, ევროპის მეშვეობით,  ბულგარეთში ელექტროენერგის ექსპორტირებითაა დაინტერესებული. შესაბამისი განცხადება, სოფიაში მყოფმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვერა ქობლიამ გააკეთა.
Posted by consul | 07 Dec 2011, 19:35 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 დავით ბაქრაძე: არჩევნები სახელმწიფო დუმაში რუსეთის „დემოკრატიის“ მაგალითია Georgian News  Georgian News 
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმაში არჩევნები ნათელი მაგალითი უნდა იყოს საქართველოში ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც მიაჩნია, რომ რუსეთში საქართველოზე უფრო მეტად განვითარებული დემოკრატიაა, იუწყება “GHN“.
Posted by Drakula | 07 Dec 2011, 19:34 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 მსოფლიოს ერთ-ერთმა ქვეყანამ iPhone აკრძალა World News  World News 
სირიის მთავრობამ ქვეყანაში სმარტფონების - iPhone-ბის გამოყენება აკრძალა. ამის შესახებ იტყობინება ებრაული გაზეთი „გაარეცი“ ლიბანის ახალი ამბების საიტ Al Nashara-ზე მინიშნებით. Al Nashara-ის ჟურნალისტები გაეცნენ დადგენილების ასლს აპარატის აკრძალვის შესახებ, რომელიც სირიის ფინანსთა სამინისტრის საბაჟო დეპარტამენტმა გამოუშვა. მასში ნათქვამია, რომ სატელეკომუნიკაციო რეგულატორმა iPhone-ში „აკრძალული თვისებები“ აღმოაჩინა. დაზუსტებული არიაა, კერძოდ რომელ თვისებებზეა საუბარი. იტყობინებიან, რომ აღმოჩენილი აპარატები ჩამორთმეული იქნება, მათი მფლობელების მიმართ კი სანქციებს გამოიყენებენ.
Posted by Drakula | 07 Dec 2011, 19:34 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 19 April 2024
  • English Georgian