aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: ედუარდ კოკოითი წავიდა Georgian News  Georgian News 
ედუარდ კოკოითმა სამხრეთ ოსეთის მეთაურის თანამდებობიდან გადადგომა გადაწყვიტა, ხოლო ალა ჯიოევამ განმეორებით არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიიღო, იუწყება “GHN“. ასეთი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ცხინვალში სამხრეთ ოსეთის ე. წ. პრეზიდენტობის ექს-კანდიდატს ალა ჯიოევასა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელს სერგეი ვინოკუროვს შორის წარმოებული მოლაპარაკებების შემდეგ. როგორც საინფორმაციო სააგენტო „რესი“ გადმოსცემს, მოლაპარაკებების შედეგი გახდა ედუარდ კოკოთისა და ალა ჯიოევას მიერ ხელმოწერილი შეთანხმება, რომლის შესაბამისადაც სეპარატისტთა ლიდერი 10 დეკემბერს უნდა გადამდგარიყო, ხოლო ჯიოევას თავისი მომხრეები ცხინვალის ცენტრალური მოედნიდან გაეყვანა. ამას გარდა, მას 2012 წლის 25 მარტს ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ენიჭება.



შეთანხმებით გათვალისწინებული იყო, რომ დღეს, 10 დეკემბერს, ცხინვალის ე. წ. პარლამენტის საგანგებო სხდომაზე განხილული უნდა ყოფილიყო თხოვნა ე. წ. გენერალური პროკურორის თაიმურაზ ხუგაევის, მისი მოადგილის ელდარ კოკოევისა და ე. წ. უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის აცამაზ ბიჩენოვის გადადგომის შესახებ.


განმეორებითი არჩევნების ჩატარებამდე ცხინვალის რეგიონის მეთაურის მოვალეობების დროებითი შემსრულებელი ვადიმ ბროვცევი იქნება.


ასევე ოპოზიციის ერთ-ერთ წარმომადგენელს რესპუბლიკის მთავრობაში ე. წ. ვიცე-პრემიერის თანამდებობას შესთავაზებენ. მისი კანდიდატურა მოგვიანებით დადგინდება.


აღნიშნული შეთანხმებების შესრულების გარანტად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახით, რუსული მხარე გამოდის.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4123.html
Posted by Drakula | 10 Dec 2011, 18:56 | News »
 

"პოლიტიკა: ედუარდ კოკოითი წავიდა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 26 April 2024
  • English Georgian