aspurcela.ge
როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

 აჭარაში უძველესი ციხე-სიმაგრე ინგრევა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
    აჭარის ისტორიის მუზეუმის წარმომადგენლები ბათუმში ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე ბურუნთაბიეს ციხე-სიმაგრის გადარჩენას მოითხოვენ. ციხე, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე ერთ-ერთი უძველესი ნაგებობაა, შეუქცევადი ტემპით ინგრევა.      მუზეუმის სიძველეთა ექსპერტ ბიძინა აფხაზავას თქმით, ბურუნთაბიეს ციხეში კომუნისტების მმართველობის ბოლო პერიოდამდე ჯარი იდგა. ციხესიმაგრის ნგრევა რამდენიმე წლის წინათ დაიწყო. აუცილებელია ბათუმში ძველი ნაგებობი შენარჩუნდეს, რათა ქალაქის ისტორიული მემკვიდრეობა არ დაიკარგოს.      ბურუნთაბიეს მშენებლობის დასაწყებად 1704 წელს ოსმალეთის სულთანმა ბათუმში სპეციალური წარმომადგენლობა გამოგზავნა. მას შემდეგ მშენებლობა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. ბურუნთაბიეს ციხე-სიმაგრის მიმდებარე ტერიტორიაზე 40 ქვემეხი იყო განთავსებული. ამჟამად ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ციხესიმაგრის ამსახველი მხოლოდ ერთი ფოტო ინახება, თუმცა ქალაქის რუკაზე ნაჩვენებია ციხის ადგილმდებარეობა.
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 09:44 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ალავერდის სამონასტრო კომპლექსში აღმოჩენილი ფრესკა შესაძლოა წმინდა გიორგის იყოს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
    ალავერდის სამონასტრო კომპლექსში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის რეაბილიტაციის დროს, კედელზე ფრესკა აღმოჩნდა. მხატვარ-რესტავრატორ დავით გაგოშიძის თქმით, ფრესკა შესაძლოა, წმინდა გიორგის იყოს, _ აცნობეს `მედიანიუსს~ კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან.     „ფრესკა ძალიან დაზიანებულია და თავდაპირველად, დავით აღმაშენებლის გვეგონა. ვინაიდან ტაძარი წმინდა გიორგის სახელობისაა, ვფიქრობთ, რომ ფრესკაც ამ წმინდანს ეკუთვნის. თუმცა, ფრესკა ზუსტად რომელ წმინდანს ეკუთვნის და მერამდენე საუკუნისაა, სპეციალისტების მიერ მისი შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი“, - განაცხადა დავით გაგოშიძემ.
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 09:42 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 სომხური გაზეთი ”AZG” საქართველოს საერთაშორისო კავშირების შესახებ წერს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
სომხურმა გაზეთმა ”AZG”-მ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მანუჩარ მოთაქის ვიზიტს საქართველოში და ირანის საკონსულოს გახსნას ბათუმში სტატია მიუძღვნა. სტატიის ავტორის განცხადებით, საქართველოს გაუჭირდება ბალანსის დაცვა ირანი-საქართველო-სომხეთისა და თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებში. 
განათავსა - teo- | 10 ნოემ. 2010, 09:41 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 სახელმწიფო ბიუჯეტი 87 მილიონ 700 ათასი ლარით იზრდება საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
    2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 87 მილიონ 700 ათასი ლარით იზრდება. ამის შესახებ ევროინტეგრაციის საკითხებისა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეთა ურთიერთობების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა განაცხადა.  მისი თქმით, გაზრდილი ბიუჯეტიდან თანხები გადანაწილდა პრიორიტეტულ მიმართულებებზე.      კერძოდ კი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილია 66 მილიონი ლარი. ჯანდაცვის სამინისტროსთვის - 11 მილიონი ლარი საიდანაც 8 მილიონი ლარი ჰოსპიტალების რეაბილიტაციას მოხმარდება.      პაპუნა პეტრიაშვილის თქმით, აღნიშნული თანხები გაიხარჯება 2010 წლის ბოლომდე კონკრეტული პროექტების განხორციელებაში.
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 09:39 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 დიმიტრი შაშკინი: დირექტორებმა თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვეს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინიკის განცხადებით 8 საჯარო სკოლის დირექტორმა თანამდებობები საკუთარი ნებით დატოვეს.  ამის შესახებ შაშკინმა თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით, ეს დირექტორების პირადი გადაწყვეტილება იყო და სამინისტრო ამ პროცესებში არ ჩარეულა.      შაშკინის მტკიცებით, დირექტორებმა სამეურვეო საბჭოს წევრებს მიმართეს შესაბამისი განცხადებით, რაზეც სამეურვეო საბჭოს წევრებმა შესაბამისი გადაწყვეტილებით უპასუხეს.   
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 09:38 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 თბილისმა მოსკოვისგან სპეციალური ნოტა მიიღო საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
  ქართული მხარის მიერ დაკავებულ რუს ჯაშუშებთან დაკავშირებით მოსკოვმა თბილისს სპეციალური ნოტა გამოუგზავნა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ "BBჩ"-ის რუსულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 09:36 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ევროკომისიამ 11 ავიაკომპანია კარტელურ გარიგებაში ამხილეს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
ევროკომისიამ მსოფლიოს 11 მსხვილი ავიაკომპანია ტვირთების გადაზიდვის სფეროში გარიგებაში ამხილა და მათ თითქმის 800 მილიონი ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრა.  
განათავსა - teo- | 10 ნოემ. 2010, 09:35 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 არიელ კოენი: ''კავკასიის რეგიონში ამერიკის პოლიტიკა ღრმა კრიზისშია'' საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
    პოსტსაბჭოთა სივრცის პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური პრობლემების მკვლევარი, ამერიკელი ექსპერტი  არიელ კოენი "კავკასიის რეგიონში ამერიკის პოლიტიკის ღრმა კრიზისზე" საუბრობს.      როგორც კოენმა ინტერნეტ-გამოცემა "ჩაუცასუს თიმე"-თან საუბრისას განაცხადა, "ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების აღსადგენად და მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოსაგვარებლად პოზიტიური ნაბიჯების გადადგმა ვერ მოახერხა".  
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 09:34 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 კანადელი ბიზნესმენის გამომძალველებს განაჩენი გამოუტანეს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
მესტის ექვს მაცხოვრებელს, რომლებსაც კანადელი ბიზნესმენისაგან ფულის გამოძალვაში ადანაშაულებენ, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა.
განათავსა - Drakula | 10 ნოემ. 2010, 09:31 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში ბრიტანელი რეჟისორის ფილმის ჩვენება შედგება საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
 პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში დღეს ბრიტანელი რეჟისორის კენ ლოუჩის ფილმის "ჭიამაია" ჩვენება გაიმართება. 
განათავსა - teo- | 10 ნოემ. 2010, 09:30 | კომენტარები | ქულები: 5 | ვრცლად...
 

გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 16 აპრილი 2024
  • English Georgian