aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

 არიელ კოენი: ''კავკასიის რეგიონში ამერიკის პოლიტიკა ღრმა კრიზისშია'' საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
    პოსტსაბჭოთა სივრცის პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური პრობლემების მკვლევარი, ამერიკელი ექსპერტი  არიელ კოენი "კავკასიის რეგიონში ამერიკის პოლიტიკის ღრმა კრიზისზე" საუბრობს. 


    როგორც კოენმა ინტერნეტ-გამოცემა "ჩაუცასუს თიმე"-თან საუბრისას განაცხადა, "ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების აღსადგენად და მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოსაგვარებლად პოზიტიური ნაბიჯების გადადგმა ვერ მოახერხა".

 

   "სამწუხაროდ, რეგიონში აშშ-ის პოლიტიკა ღრმა კრიზისშია. ობამას ადმინისტაცია იმდენად დიდი ყურადღებით ეკიდება მოსკოვის ყველა საჩივარს, რომ საქართველოს პირველი პირების თქმით, აშშ-დან ელემენტარულ თავდაცვით იარაღსაც ვეღარ იღებენ. აშშ-ს სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს, რომელიც ირანს, ენერგიის სფეროს, ავღანეთში ტრანზიტს, ბაზრებისა და დემოკრატიის განვითარებას უკავშირდება და აუცილებელია ამ ინტერესების დაცვა", _ განაცხადა კოენმა, რომლის აზრით, "რუსეთი სამხრეთ კავკასიაში წარმატებას ობამას ადმინისტრაციის სუსტი პოლიტიკის გამო აღწევს". 


     "მოსკოვი ყველაფერს აკეთებს, რომ ყველა საშუალებით რეგიონული ლიდერობა გაიმყაროს. სამხრეთ კავკასიის საკითხებისადმი ობამას ადმინისტრაციის ინტერესის შემცირების ფონზე ამის მიღწევა ძალიან ადვილია. კრემლმა სომხეთსა და აზეირბაიჯანს შორის ტერიტორიული დავის მოგვარების ძირითადი ინსტრუმენტები აიღო ხელში და ტრადიციულ მოკავშირესა და პერსპექტიულ პარტნიორს შორის ბალანსის დაცვას ცდილობს", - აღნიშნავს ექსპერტი და აქვე დასძენს, რომ "აშშ-ის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაშიც მძიმე კრიზისშია".


    შეგახსენებთ, რომ არიელ კოენი საქართველოს თემაზე აქტიურად მუშაობს. 2011 წელს გამოიცემა მისი მონოგრაფია "რუსეთ-საქართველოს ომი. 2008. გაკვეთილები და შედეგები".
წყარო - pirweli.com.ge

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_170.html
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 09:34 | ახალი ამბები »
 

"არიელ კოენი: ''კავკასიის რეგიონში ამერიკის პოლიტიკა ღრმა კრიზისშია''" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 06 მაისი 2024
  • English Georgian