aspurcela.ge
კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

 ახალ 2012 წელს საქართველოს ბათუმიდან ხულიო იგლესიასი მიულოცავს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
წელს ახალი 2012 წლის დადგომას საქართველოს მოსახლეობას ბათუმიდან მსოფლიოში ცნობილი ესპანელი მომღერალი ხულიო იგლესიასი მიულოცავს. საახალწლო ღამეს კონცერტის შესახებ შეთანხმება ესპანეთის „ბრილიანტის ხმასთან“ უკვე მიღწეულია. ბათუმის საახალწლო ღამის სხვა დეტალებზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.
განათავსა - Drakula | 31 ოქტ. 2011, 19:40 | კომენტარები | შოუ-ბიზნესი | ქულები: 1 | ვრცლად...
 
 სააკაშვილი: სერიოზული ოპოზიცია ცდილობს წარსულში დაგვაბრუნოს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ საქართველოში „ერთ-ერთი სერიოზული ოპოზიცია“ ცდილობს ქვეყანა წარსულში დააბრუნოს, თუმცა ასეთი მცდელობა წარუმატებელი იქნება, ვინაიდან ხალხი მას მხარს არ უჭერს.
განათავსა - Drakula | 31 ოქტ. 2011, 19:38 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 მსო: ბურთი რუსეთის მხარესაა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
რუსეთის მსო-ში შესვლის საკითხთან დაკავშირებით ამჟამად ბურთი რუსეთის მხარესაა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, როდესაც კომენტარს აკეთებდა რუსეთის მიერ ორგანიზაციაში გაწევრიანების ვარიანტის თაობაზე, რომელიც შვეიცარიულმა მხარემ შემოთავაზა.
განათავსა - Drakula | 28 ოქტ. 2011, 20:59 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ჟან-კლოდ მინიონი: „ახალგორმა ბერლინის კედელი გამახსენა“ საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
PACE-ში საფრანგეთის დეპუტაციის ლიდერს ახალგორმა ბერლინის კედელი გაახსენა. ამის შესახებ ჟან-კლოდ მინიონმა საქართველოში ვიზიტის უკანასკნელ დღეს განაცხადა. მისი თქმით, როდესაც თავად დაინახა საოკუპაციო ხაზი თბილისის მახლობლად ოძისის სოფელში, მან ის წლები გაიხსენა, როდესაც ჯარში მსახურობის დროს ბერლინში გარკვეული პერიოდი გაატარა და ორ ნაწილად დაყოფილ გერმანულ ქალაქს ხედავდა. მომავალი წლიდან, მინიონი ოფიციალურად დაიკავებს PACE-ის პრეზიდენტის თანამდებობას.
განათავსა - Drakula | 28 ოქტ. 2011, 20:53 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 აპატურაი: საქართველო ნატოს საიმედო პარტნიორია საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ნატოს გენერალური მდივნის სპეცწარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ დღეს, 27 ოქტომბერს, განაცხადა, რომ „საქართველომ დაამტკიცა, რომ ნატოს საიმედო პარტნიორია“. ეს განცხადება მან დღეს გახსნილ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის დაწყებამდე გააკეთა.
განათავსა - Drakula | 27 ოქტ. 2011, 18:52 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ყუბლაშვილი: პუტინი ივანიშვილის იმიჯს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის პავლე ყუბლაშვილის აზრით, „რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ბიძინა ივანიშვილის მიერ ქველმოქმედებით შექმნილ იმიჯს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს“. ამის შესახებ ყუბლაშვილმა გაზეთ „ვერსიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
განათავსა - Drakula | 27 ოქტ. 2011, 18:51 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 სახალხო კრება: საქართველოს ხელისუფლებები ჩვენ წინააღმდეგ ტერორს აგრძელებენ საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოს ხელისუფლებები „სახალხო კრების“ წინააღმდეგ ტერორის განხორციელებას აგრძელებენ, ნათქვამია გაერთიანების განცხადებაში, იუწყება “GHN“. მათი განცხადების თანახმად, 24 ოქტომბერს მათ ერთ-ერთ აქტივისტს ზურაბ ხუციშვილს, ვითომ-და, ნარკოტიკების ყიდვა-გაყიდვისთვის 8 წელი მიესაჯა.
განათავსა - Drakula | 27 ოქტ. 2011, 18:50 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 რუსეთსა და საქართველოს შორის ომში იარაღი იცვლება საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
„მოსკოვი და თბილისი არ ისვრიან, მაგრამ ერთმანეთის განადგურებას ცდილობენ, რისთვისაც ამჯერად ეკონომიკას იყენებენ“, - წერს ჩეჩილია ტოზი სტატიაში, რომელიც საიტ Limes-ზე გამოქვეყნდა. „რუსეთსა და საქართველოს შორის ომი წარმოებს. ჭურვები არ დაფრინავენ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მოდაში აღარაა. დღეს უფრო ქმედითი იარაღი გახდა ეკონომიკა და ორივე მხარე მის გამოყენებას თავის ინტერესებში ცდილობს“, - წერს გამოცემა.
განათავსა - Drakula | 26 ოქტ. 2011, 20:05 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ჯონ ბეინერი: რუსეთი შემოუერთდება მსო-ს, თუ საქართველოს მთლიანობას აღიარებს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
აშშ-მ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლას მხოლოდ იმ პირობით უნდა დაუჭიროს მხარი, თუ რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ასეთი განცხადება გააკეთა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა ჯონ ბეინერმა ანალიტიკურ ცენტრ Heritage Foundation-ში კონფერენციაზე გამოსვლის დროს.
განათავსა - Drakula | 26 ოქტ. 2011, 19:59 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ივანიშვილი: ჩემგან სასწაულებს არ ელოდოთ საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმს მორიგი ინტერვიუ მისცა ჟურნალისტ ნინო ჟუჟულაშვილს. ინტერვიუს დროს ბიზნესმენმა ხალხს მიმართა და თქვა, რომ მისგან სასწაულებს არ უნდა ელოდონ. ივანიშვილმა კომენტარი გაუკეთა მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს და აღნიშნა, რომ მთავრობამ დაუფიქრებელი გადაწყვეტილება მიიღო.
განათავსა - Drakula | 26 ოქტ. 2011, 19:54 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 

გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 07 ივნისი 2024
  • English Georgian