aspurcela.ge
როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

 სააკაშვილი იმედოვნებს, რომ მსო-სთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ლოგიკურ დასასრულამდე მივა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველო რუსეთთან მსო-ში შესვლის პირობების თაობაზე მოლაპარაკებებს საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებითა და საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპის დაცვით წარმოებდა, განაცხადა ოთხშაბათს, 2 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო სასახლეში ქართულ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრაზე, რომელიც 9-10 ნოემბერს შვეიცარიაში რუსულ დელეგაციასთან მოლაპარაკებათა ბოლო რაუნდს ჩაატარებს. სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ 1992 წლიდან საქართველო იმ ტვირთების მონიტორინგისა და კონტროლის უზრუნველყოფას ცდილობს, რომლებიც საქართველოში ჩამოდის და საქართველოს შიგნით გადაადგილდება, საქართველოს მთელი ტერიტორიის, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გათვალისწინებით.
განათავსა - Drakula | 03 ნოემ. 2011, 20:23 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ძიძიგური: ბიძინა ივანიშვილის პრეს-კონფერენცია პოლიტიზირებული იყო საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ბიძინა ივანიშვილის პრეს-კონფერენცია ყველაზე პოლიტიზირებული იყო იმ პრეს-კონფერენციებს შორის, რომელიც თავისი ცხოვრების მანძილზე „ეროვნული საბჭოს“ ლიდერს ზვიად ძიძიგურს უნახავს.
განათავსა - Drakula | 02 ნოემ. 2011, 19:14 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 გია ცაგარეიშვილი: ზოგიერთი ჟურნალისტი ბიძინა ივანიშვილის პრეს-კონფერენციის ჩაშლას ცდილობდა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პრეს-კონფერენციაზე დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი მისცა, იტყობინება “GHN“.
განათავსა - Drakula | 02 ნოემ. 2011, 19:13 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ბიძინა ივანიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილს მისი საკუთარი დედაც კი არ მისცემს ხმას საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ბიძინა ივანიშვილმა უკვე ჩაატარა საამომრჩევლო სიებთან დაკავშირებული კონსულტაციები რესპუბლიკური პარტიისა და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებთან, იუწყება „GHN“. ამის შესახებ ივანიშვილმა განაცხადა პრეს-კონფერეციაზე, როდესაც პასუხობდა შეკითხვას, თუ როგორ აპირებს არჩევნებში გამარჯვებას საამომრჩევლო სიების დაზუსტების გარეშე. „ამჟამად გუნდის შექმნის პროცესი წარმოებს. ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ, მაგრამ უკვე განვიხილეთ მსგავსი საკითხები რესპუბლიკელებთან და ალასანიას პარტიასთან“, - თქვა ივანიშვილმა. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებები ტოტალური გაყალბებისთვის ემზადებიან.
განათავსა - Drakula | 02 ნოემ. 2011, 19:11 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 Transparensy International-ის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველო 68-ეადგილზე აღმოჩნდა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საერთაშორისო ორგანიზაცია TransparensyInternational-ის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველო 68-ე ადგილზე აღმოჩნდა. ორგანიზაციამ სულ მსოფლიოს 178 ქვეყანა გამოიკვლია. გამოკვლევაში კორუფციის აღქმის ინდექსი 10-ქულიანი სისტემით არის შეფასებული, რომელშიც 0 კორუფციის ყველაზე მაღალ დონეს ნიშნავს. საქართველომ 3.8 ქულა მიიღო, თუმცა საბოლოო შედეგი 7 დამატებითი გამოკვლევის შედეგების მიხედვით იქნა გამოთვლილი.
განათავსა - Drakula | 02 ნოემ. 2011, 19:11 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ივანიშვილი: სააკაშვილის რეჟიმი ჩვენ გეგმებს ხელს ვერ შეუშლის და ჩვენ არჩევნებში გავიმარჯვებთ საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოში მოქმედი რეჟიმი მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ ბიძინა ივანიშვილის გეგმებს ხელს ვერ შეუშლის. ამის შესახებ ქართველმა ოლიგარქმა თბილისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, იტყობინება „GHN“. „ჩემი ცხოვრების მანძილზე პოლიტიკური ფიგურა არასდროს ვყოფილვარ, მე ძალიან ვნერვიულობ და ვიტყვი, რომ მაქსიმალურად გულწრფელი ვიქნები“, - აღიარა ბიზნესმენმა პრეს-კონფერენციის დასაწყისში.
განათავსა - Drakula | 02 ნოემ. 2011, 19:10 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 სენსაციური აღმოჩენა თრუსოს ხეობაში საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოს ყაზბეგის რაიონში, თრუსოს ხეობაში, ქვეყნის პატრიარქის კურთხევით გაიხსნა იოსებ მოხევის საფლავი. საფლავის გახსნამ ადამიანები დაშოკა, ვინაიდან სასულიერო პირის სხეული და გული უხრწნელი აღმოჩნდა.
განათავსა - Drakula | 01 ნოემ. 2011, 20:32 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველომ რუსეთს მსო-ში ყველაფერი დაუთმო, რაც შეეძლო საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ქართულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (მსო) წევრი გამხდარიყო, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს, 31 ოქტომბერს, ბრიფინგზე. გასული კვირის ბოლოს ქართულმა სსს-მ განაცხადა, რომ საქართველო შვეიცარული მხარის კომპრომისულ ვარიანტს დათანხმდა, რომელიც შვეიცარიამ, როგორც მედიატორმა ქვეყანამ, რუსეთსა და საქართველოს მსო-სთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე შესთავაზა. კალანდაძემ შეთანხმების დეტალების კონკრეტიზაციისაგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ისინი საქართველოსა და შვეიცარიის პრეზიდენტების მიხეილ სააკაშვილისა და მიშლინ კალმი-რეის შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.
განათავსა - Drakula | 31 ოქტ. 2011, 19:50 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 წელს საქართველოში მკვეთრად შემცირდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
სანქციების გამკაცრებისა და უსაფრთხოების ქამრების სავალდებულო გამოყენების შემოღების შემდეგ საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდა. მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების (სსშ) მთავარ მიზეზად რჩება სიჩქარის გადაჭარბება და სანტრასპორტო საშუალების ტარება არაფხიზელ მდგომარეობაში.
განათავსა - Drakula | 31 ოქტ. 2011, 19:46 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ერიკა ბადუ: ვუსურვებ საქართველოს ტერიტორიული პრობლემების მშვიდობიან დარეგულირებას საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
„ვუსურვებ საქართველოს ტერიტორიული პრობლემების მშვიდობიან გადაჭრას“, - განაცხადა თბილისის ჯაზის ფესტივალის დახურვაზე ერიკა ბადუმ. „ვიცი, რომ საქართველო არა ერთხელ გამხდარა თავდასხმის ობიექტი. მე ყოველთვის ვიყავი ნებისმიერი ომის წინააღმდეგი, რადგან მასში, პირველ რიგში, მშვიდობიანი ხალხი იტანჯება“, - განაცხადა ერიკა ბადუმ.
განათავსა - Drakula | 31 ოქტ. 2011, 19:45 | კომენტარები | შოუ-ბიზნესი | ქულები: 0 | ვრცლად...
 

გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 07 ივნისი 2024
  • English Georgian