aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

 „ოქროს პერგამენტი“ ნომინაციაში წლის პოლიტიკოსი საქართველოში ირაკლი ალასანიას გადაეცა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
გუშინ, 24 დეკემბერს, თბილისში კომპანია „ბაგრატიონის“ დარბაზში ყოველწლიურ პრემია „ოქროს პერგამენტის“ გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ნომინაციაში „წლის პოლიტიკოსი“ ჯილდო „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს ირაკლი ალასანიას გადაეცა, იტყობინება “GHN“. „ოქროს პერგამენტი - 2011“-ის ლაურეატები შემდეგ ნომინაციებში დასახელდნენ: წლის ადამიანი, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, ხელოვნების მოღვაწე, ჟურნალისტი, სპორტსმენი, წლის პროექტი, კომპანია, ბრენდი, კომუნიკატორი, უცხოური კომპანია და „ოქროს ლაურეატის“ საპატიო ლაურეატი.
განათავსა - Drakula | 25 დეკ. 2011, 19:50 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე „წლის ადამიანი“ გახდა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე წლის ადამიანი და ჯილდო „ ოქროს პერგამენტის“ ლაურეატი გახდა, იუწყება “GHN“. მის უწმინდესობას ჯილდო საინფორმაციო სააგენტო „GHN“-ის გენერალურმა დირექტორმა გოჩა მირცხულავამ გადასცა. მან პატრიარქს მისი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რომელსაც მეორეჯერ გადაეცემა „ოქროს პერგამენტი“, საქართველოს მოსახლეობას შორის უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს. „ეს ჩვენი მოქალაქეებისაგან თქვენ მიმართ მადლიერების სიმბოლური გამოხატვაა“, - აღნიშნა გოჩა მირცხულავამ პატრიარქთან შეხვედრის დროს.
განათავსა - Drakula | 25 დეკ. 2011, 19:49 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 1.66 | ვრცლად...
 
 სააკაშვილი: რუსეთში დაწყებული საპროტესტო აქციები ახალი ისტორიული ეტაპის დასაწყისია საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
„რუსეთში დაწყებული საპროტესტო აქციები ახალი ისტორიული ეტაპის დასაწყისია“, განაცხადა შაბათს, 24 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამტრედიაში, სადაც მან ახალი საავადმყოფო გახსნა. „სხვათა შორის, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს მოხდებოდა, და ეს მოხდა, თუმცა ბევრს არ სჯეროდა. ამ ეტაპზე ჩვენ შორსმჭვრეტელები, უდრეკები და ფრთხილები უნდა ვიყოთ. ეს ის პროცესია, რომელიც ჩვენთვის შეუქცევადი იქნება“, - აღნიშნა მან.
განათავსა - Drakula | 25 დეკ. 2011, 19:47 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ილია II: ხატი „საქართველოს იმედი“ სასწაულმოქმედი იქნება საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ხატი „საქართველოს იმედი“ სასწაულმოქმედი იქნება, - ამის შესახებ განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთს მიტროპოლიტმა, უნეტარესმა და უწმინდესმა ილია II-მ წმინდა სამების ტაძარში ქადაგების დროს.
განათავსა - Drakula | 25 დეკ. 2011, 19:47 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველოში Facebook-ის 650 ათასი მომხმარებელია საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოში Facebook-ის 650 ათასი მომხმარებელია. ამის შესახებ დღეს, 23 დეკემბერს, გამართულ წლის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა.
განათავსა - Drakula | 24 დეკ. 2011, 19:29 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველო მშპ-ის ზრდის მიხედვით მსოფლიოში პირველ სამეულში შედის საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
მშპ-ის ზრდის მიხედვით საქართველო მსოფლიოში პირველ სამეულში იმყოფება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ დღეს, 23 დეკემბერს, ბრიფინგზე, წლის შედეგების შეჯამების დროს განაცხადა.
განათავსა - Drakula | 24 დეკ. 2011, 19:27 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 „თავისუფალი საქართველო“: თელავის თეატრის შენობის გაყიდვა ელიტარული კორუფციის მაგალითია საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
კახეთის რეგიონალურ ორგანიზაცია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის გიორგი მოსიაშვილის განცხადებით, ცოტახნის წინ ცნობილი გახდა, რომ თელავში იუსტიციის სახლი აშენდება.
განათავსა - Drakula | 24 დეკ. 2011, 19:26 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ქობალია: ელექტრომობილების ჩამოყვანის პროექტი ობიექტური მიზეზების გამო დროებით შეჩერებულია საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოში ელექტრომობილების ჩამოყვანა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრიორიტეტად რჩება. ამის შესახებ დღეს, 23 დეკემბერს, მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ელექტრომობილების ჩამოყვანის პროექტი დროებით შეჩერდა, რისი მიზეზიც მწარმოებელი კომპანიების გაყიდვების შეჩერება გახდა.
განათავსა - Drakula | 24 დეკ. 2011, 19:26 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 სააკაშვილი: რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესების ძალიან დიდი და პრაგმატულიინტერესიაქვს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებით დაინტერესებულია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრაზილიურ გამოცემა „Folha“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომლის რუსული თარგმანიც მოყვანილია საიტზე InoSMI.ru. პრეზიდენტის თქმით, ამაზე მეტყველებს მოსკოვის მსო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებული შეთანხმების მიღწევა და რუსეთის ზემოხსენებულ ინტერესს პრაგმატულობით ხსნის.
განათავსა - Drakula | 22 დეკ. 2011, 19:57 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 თარგამაძე: ბოლო დროს ივანიშვილის ოცნების ტრანსფორმაცია ხდება საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ქრისტიან-დემოკრატების ლიდერის გიორგი თარგამაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ბანაკში უთანხმოებებს აქვს ადგილი. „ახალ ბლოკს, რომელიც ფორმირების პროცესში იმყოფება, დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს. მინდა ვთქვა, რომ ბევრი შეკითხვა დამიგროვდა, რომლებზესაც პასუხი არა მაქვს. როგორც პოლიტიკოსს, იმის მოლოდინი მქონდა, რომ მათი მიდგომა ბევრად უფრო პრაგმატული იქნებოდა, მოლოდინი იმისა, რომ პოლიტიკური რომანტიზმის ეპოქა დასრულდა და ადამიანები გადაწყვეტილებებს რადიონალური ინტერესებიდან გამომდინარე იღებენ, მაგრამ მათი მოქმედებები ჩემში ეჭვებს ჰბადებს“, - განაცხადა თარგამაძემ.
განათავსა - Drakula | 22 დეკ. 2011, 19:42 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12251] »
• ტოპ შეთავაზება [372] »
• პროდუქცია და სერვისი [8397] »
• კერძო განცხადება [3164] »
• წევრი საიტზე [2494] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 ფორუმი »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 16 ოქტომბერი 2019
  • English Georgian