aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

 პოლიტიკა: სააკაშვილი: რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესების ძალიან დიდი და პრაგმატულიინტერესიაქვს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებით დაინტერესებულია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრაზილიურ გამოცემა „Folha“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომლის რუსული თარგმანიც მოყვანილია საიტზე InoSMI.ru. პრეზიდენტის თქმით, ამაზე მეტყველებს მოსკოვის მსო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებული შეთანხმების მიღწევა და რუსეთის ზემოხსენებულ ინტერესს პრაგმატულობით ხსნის.



„მოლაპარაკებების მსვლელობაში არც ერთხელ გამოსულან ე. წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე. წ. დამოუკიდებლობისთვის. მათ იციან, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთში ოსები 10 000-ზე ნაკლები ადამიანია. აფხაზეთის მოსახლეობა იმის 20%-ს შეადგენს, რაც ომამდე იყო. ეს ძირითადად დაცარიელებული რეგიონია მოსახლეობის გარეშე, რომელსაც რუსეთისთვის ძალიან პატარა მნიშვნელობა აქვს, ეს ყველაფერი მხოლოდ იმის დემონსტრაციისთვის არის საჭირო, რომ ისინი ამ რეგიონში ძლიერები არიან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


სააკაშვილის აზრით, დამოუკიდებელი საქართველოს ნებისმიერი ლიდერი რუსეთის ხელმძღვანელობისათვის პრობლემა იქნება.


„მაგრამ მე ყველაზე სერიოზული პრობლემა გავხდი, იმიტომ რომ საქართველომ წარმატებული რეფორმები განახორციელა“, - შენიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4192.html
განათავსა - Drakula | 22 დეკ. 2011, 19:57 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: სააკაშვილი: რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესების ძალიან დიდი და პრაგმატულიინტერესიაქვს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 19 აპრილი 2024
  • English Georgian