aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

 საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
გაიმართა საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა.
პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე მზადყოფნა დაადასტურა.



"კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს. ფაქტიურად დასრულებულია ორგანიზაციული მხარე. ერთიანი კონსულტაციების დაწყების შესახებ განცხადებას უახლოეს დღეებში გავაკეთებთ, რადგან უკვე ფინალურ სტადიაში ვიმყოფებით", – განაცხადა დავით ბაქრაძემ.


პარლამენტის თავმჯდომარე ამ განცხადებით ვიცე–სპიკერ ლევან ვეფხვაძეს გამოეხმაურა, რომელმაც პარლამენტის სპიკერისგან პროცესების დაჩქარება და კონსულტაციების ფორმატში პარტიების დროულად მოწვევა მოითხოვა.


სხდომაზე "ქართული დასის" ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ "ელექტრო ენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანა მოითხოვა. ბაღათურიას განმარტებით, 2010 წლის 1 ოქტომბერს "ელექტრო ენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონში ცვლილება შევიდა და 49 პრიმა მუხლი დაემატა, რომლის მიხედვითაც, თუ პირს დასუფთავების ან წყლის გადასახადი არ აქვს გადახდილი, ელექტროენერგიას ავტომატურად გაუთიშავენ. მისი თქმით, "ქართული დასის" მიერ დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 49 პრიმა მუხლის მთლიანად ამოღებას. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში ინიციატივის სახით გუშინ ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა და კოლეგებს აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.


"თავისუფალი-დემოკრატების” წევრმა, დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ზრდის მიზეზების ახსნა მოითხოვა. მისი განცხადებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტით საზოგადოებრივ მაუწყებელს დაფინასება 13.3 მილიონი ლარით ეზრდება.  


საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი "საქართველოს კონსტიტუციაში დამატებების შეტანის შესახებ”პარლამენტის წევრებმა მეორე მოსმენით განიხილეს და 105 ხმით ერთხმად მიიღეს პირველი მუხლის მე–2 პუნქტის გამოკლებით. კანონპროექტი ნებისმიერი ახალი სახის გადასახადის შემოღების ან განაკვეთის ზრდის რეფერენდუმის გზით დარეგულირებას ითვალისწინებს. მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის განცხადებით, კანონპროექტით საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების შემოღება ან გაზრდა, ასევე მათი დაბეგვრის ობიექტის დამატება ან გაფართოება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეფერენდუმის გზით, რომლის დანიშვნის ინიციატივის უფლება საქართველოს პრეზიდენტს ექნება.საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილება მეტი ინვესტიციების მოზიდვაზე, ხანგრძლივ პერსპექტივასა და ეკონომიკურ სტაბილურობაზეა ორიენტირებული.


მეორე მოსმენით განიხილეს და მიიღეს კანონის პროექტი "უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში დამატების შეტანის თაობაზე". კანონპროექტის თანახმად, საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შემთხვევები, რომლებიც გათვალისწინებული არ არის "უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ხანგრძლივობა შესაძლებელია დამატებით განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის ან მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილის ირაკლი გოდულაძის განმარტებით, კანონის პროექტის მიღების მიზანია იმ სახელმწიფო ლრგანოთა ჩამონათვალის განსაზღვრა, რომლებიც დამატებით ადგენენ საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შემთხვევებს.


პარლამენტის წევრმა ლაშა თორდიამ საკუთარი საკანონმდებლო ინიციატივის წესით "ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონის პროექტი მეორე მოსმენით წარმოადგინა. მისი განცხადებით, ეროვნული არქივის მიერ აკრედიტირებული კერძო სამართლის იურიდიული პირები ყოველი წლის 31 დეკემბრამდე ეროვნულ არქივს წარუდგენენ ინფორმაციას წლის განმავლობაში მათ მიერ დოკუმენტების შერჩევის, დამუშავების და შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ.


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი და მისი ოჯახის წევრები დაექვემდებარებიან სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას. აღნიშნულ ინიციატივას "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე" კანონის პროექტი დაარეგულირებს, რომელიც დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღეს.


93 ხმით ერთხმად პირველი მოსმენით მიიღეს "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" კანონის პროექტი, რომელიც ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს დაარეგულირებს.


დღევანდელმა სხდომამ ასევე ცნობად მიიღო პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ 2009 წლის საშემოდგომო და 2010 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში, რომელიც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ თოიძემ წარმოადგინა.


პარლამენტის პლენარული სხდომა პარასკევს, 12 ნოემბერს, 12 საათზე განაახლებს მუშაობას.
წყარო - parliament.ge

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_99.html
განათავსა - teo- | 09 ნოემ. 2010, 14:46 | ახალი ამბები »
 

"საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 26 აპრილი 2024
  • English Georgian