aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

 დღეს მთავრობის სხდომა გაიმართა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
2010 წლის 9 ნოემბერს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 41 საკითხი იყო შეტანილი.  



გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„მოგესალმებით.

მთავრობის სხდომის საკითხების განხილვამდე, საზოგადოებას და მთავრობის წევრებს 2010 წლის 10 თვის მონაცემების და მაკრპარამეტრების შესახებ გარკვეული სტატისტიკური ინფორმაცია მინდა მივაწოდო. ოქტომბრის ინფორმაცია უკვე დამუშავებული გვაქვს. გარკვეული ინტერესი არსებობს საზოგადოებაში და მთავრობის წევრებს შორისაც.


10 თვის მონაცემებით 2010 წელი 2009 წელს რომ შევადაროთ - ვიზიტორთა რაოდენობა 38%-ით არის გაზრდილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და იმას ნიშნავს, რომ ტურიზმი იზრდება. ვვარაუდობთ, რომ წელს ვიზიტორთა რაოდენობა 2 მლნ ადამიანს გადააჭარბებს, რაც საქართველოსთვის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.


ასევე მინდა გითთხრათ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე და ავტომობილების რეგისტრაციაში ტრანზაქციები საკმაოდ გაზრდილია. მაგალითად, უძრავი ქონების რეგისტრაცია გაზრდილია, 10 თვე რომ შევადაროთ, 23%-ით, ავტომობილების რეგისტრაცია გაზრდილია 33%-ით.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც მაკროეკონომიკური პარამეტრების სტაბილურობაზე და ასევე ეკონომიკურ სიძლიერეზე მიუთითებს. ეს არის ექსპორტის ციფერები. საქართველოდან გატანილი პროდუქციის ექსპორტი გაზრდილია 33%-ით. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ზრდა მოდის არა მარტო ფასების ზრდის გამო, არამედ მოდის იმითი, რომ უფრო მედი პროდუქცია და უფრო მეტი სახეობის პროდუქცია გადის საქართველოდან. ბოლო ამ 10 თვის განმავლობაში ექსპორტი უფრო მეტ ქვეყნებში გვაქვს განხორციელებული, ვიდრე ეს ადერ გვქონდა.


მნიშვნელოვანია, რომ რეექსპორტის პროდუქციად პირველ ადგილზე ავტომობილები გვყავს. საქართველო გახდა ბევრი საავტომობილო კომპანიის და ტრეიდერის ცენტრი, რათა საქართველოში ჩამოიყვანონ ავტომობილები, აქ დაასაწყობონ და შემდეგ უკვე აქედან გააქვთ ექსპორტზე აზერბაიჯანში, სომხეთში და შუა აზიის ქვეყნებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენციაა, ქვეყნის ეკონომიკაში საკმაოდ დიდ შემოსავალს ტოვებს.


ამ ადამიანებს და ამ ბიზნესებს საქმის კეთება გვინდა გავუმარტივოთ. აქამდე ნულოვანი განბაჟების პერიოდი თუ 20 დღიანი იყო, ამ პერიოდის 45 დღემდე გაზრდა გვინდა. დღეს, მთავრობის სხდომაზე ამ საკითხის განხილვაც გვექნება. ამ ბიზნესში დაკავებულ მეწარმეებს სიახლე გვინდა შევთავაზოთ. (მათ) უფრო გაუმარტივდებათ და გაუიაფდებათ ბიზნესი, უფრო კონკურენტულები გახდებიან ამ რეგიონში. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ არა მარტო ავტომობილებიოს ბიზნესში, არამედ სხვა ინდუსტრიებშიც გავხდებით გარკვეული რეგიონალური ცენტრი. ბიზნეები, საერთაშორისო ინვესტორები თავიანთ რეგიონალურ ცენტრებს გახსნიან საქართველოში და შემდეგ გაზრდიან თავიანთ ბიზნესებს უკვე კავკასიაში და შუა აზიის ქვეყნებში. ამ მხრივ ძალიან ბევრ ინვესტორებთან ვმუშაობთ, ამას ეძღვნებოდა ჩვენი ვიზიტი ჩინეთსა და ინდოეთში. ამ ტიპის ინვესტორებთან გვქონდა შეხვედრები.


ორიოდე სიტყვით ბრიუსელის ვიზიტის შესახებ მინდა მოგახსენოთ. რამოდენიმე დღის წინ ბრიუსელში ჩავატარეთ ენერგეტიკული კონფერენცია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმითი, რომ ევროკავშირმა ენერგეტიკულ დარგში საქართველო სტრატეგიულ პარტნიორად პირველად დაასახელა, საქართველო ევროკავშირის ქვეყნებისთვის პოტენციური ელექტროენერგიის მიმწოდებლის როლში პირველად წარსდგა. აქამდე ელექტროენერგიის ექსპორტს თურქეთში, რუსეთში, ასერბაიჯანსა და სომხეთში ვაწარმოედბით. ახლა საუბარია იმის შესახებ, რომ თურქეთზე ტრანზიტის შემდეგ ელექტროენერგიას მივაწვდით ევროკავშირის ქვეყნებს და ევროკავშირის კომპანიები დაინეტრესდნენ
საქართველოში ჰიდროსადგურების მშენებლობით.ამასთან დაკავშირებით გარკვეული შეთანხმება უნდა მოხდეს და ხელშეკრულებას უნდა მოეწეროს ხელი.


ამ ენერგეტიკული კონფერენციის დროს განხილული საკითხებიდან, ეს იყო ერთიერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ბრიუსელში ვიზიტის დროს. კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი იყო სქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა ევროკავშირისთვის გაზის მიწოდებაში. აქაც დასახელებული იყო რამოდენიმე პროექტი და ამ ყველა პროექტზე ევროკავშირი თვითონ საკმაოდ სერიოზულად მუშაობს. ევროკავშირის სტრატეგიაში საქართველო ჩაჯდა როგორც ერთრთი მთავარი პარტნიორი, როგორც გაზის ტრანზიტორი ქვეყანა. შესაბამისად, უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ ევროკავშირისგან წამოსულ ახალ ინიციატივებს თხევადი გაზის პროექტებზე და თეთრი ნაკადის პროექტზე."
წყარო - government.gov.ge

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_96.html
განათავსა - teo- | 09 ნოემ. 2010, 14:14 | ახალი ამბები »
 

"დღეს მთავრობის სხდომა გაიმართა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12290] »
• ტოპ შეთავაზება [130] »
• პროდუქცია და სერვისი [4463] »
• კერძო განცხადება [93] »
• წევრი საიტზე [2519] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 14 დეკემბერი 2019
  • English Georgian