aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

 დაღესტანში მცხოვრები დიდოელები საქართველოს შემადგენლობაში შესვლას ითხოვენ მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
     დაღესტანში მცხოვრები დიდოელები საქართველოს შემადგენლობაში შესვლას ითხოვენ. ამის შესახებ თბილისში მყოფმა, დაღესტანში მცხოვრებმა მოგამედ რამზანოვმა განაცხადა, რომელმაც პირველი შეხვედრები დღეს პარლამენტის წევრებთან გამართა. 


      როგორც რამზანოვმა განმარტა, მან თბილისში დიდოელების 15 000 ხელმოწერა ჩამოიტანა, რის მიხედვითაც, ზრდასრული დიდოელების უმრავლესობა დიდოეთის ისტორიული მხარის საქართველოს შემადგენლობაში მიღების სურვილს ადასტურებს.



     "1944 წელს ჩვენ რეპრესიების მსხვერპლი გავხდით. ჩვენი სახლები დაწვეს და ყველაფერი გაგვინადგურეს. რუსეთისგან რეპრესირებულთათვის კომპენსაციას ვითხოვთ. საქართველოში კი იმისთვის ჩამოვედით, რათა მსოფლიოს შევატყობინოთ, როგორ გვექცევიან. გთხოვთ, მიგვიღოთ საქართველოს შემადგენლობაში", - ნათქვამია მიმართვაში. 


     ამასთან, დიდოელები საქართველოს პარლამენტს დიდოური ენისა და კულტურის გადარჩენის საკითხში დახმარებას სთხოვენ.
     დიდოელები დაღესტნის ერთ-ერთი კუთხის წარმომადგენლები არიან. მათი ენა და კულტურა ლეზგინურთანაა ახლოს. ამჟამად დიდოელების რაოდენობა 40 ათასს შეადგენს.


     დიდოეთი დღევანდელი დაღესტნის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული რეგიონია, რომელიც წუნტის, ბეჟეტის და ნაწილობრივ წუმადის რაიონებს მოიცავს. ისტორიულად, იგი საქართველოს პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა XVIII საუკუნიდან დიდოეთი ავარიის სახანომ დაიპყრო.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_766.html
განათავსა - Legatuss | 15 დეკ. 2010, 16:37 | ახალი ამბები »
 

"დაღესტანში მცხოვრები დიდოელები საქართველოს შემადგენლობაში შესვლას ითხოვენ" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 18 მაისი 2024
  • English Georgian