aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 ობამა დაპირდა ინდოეთს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრობას მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 

         BBC News ცნობით 8 ნოემბერს, ორშაბათს აშშ პრეზიდენტი ბარაკ ობამა დელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ინდოეთის პრემიერ მინისტრს მანმოხანომ სინგხომს და დაპირდა ინდოეთის გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრობას. 



     აშშ პრეზიდენტი ინდოეთში ჩავიდა შაბათს, 6 ნოემბერს. სტუმრობის მთავარ მიზანი იყო ორი ქვეყნის ურთიერთობის გაფართოება, რაც ,,ბევრად განსაზღვრავს მიმდინარე საუკუნის პოლიტიკურ სურათს." შეხვედრისას ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ინდოეთი წარმოადგენს მსოფლიო სახლმწიფოს და მათი ქვეყნები უნდა მუშაობდნენ ერთად ,,უსაფრთოებისა და განვითარებისთვის". ინდოეთის პრემიერი დაეთანხმა აშშ-ს პრეზიდენტს, რომ პროტექციონიზმი უარყოფითად აისახება ორივე ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე და დაარწმუნა, რომ მათი სახელმწიფო არ აპირებს ,,მოპაროს ამერიკელებს მათი სამუშაო ადგილები". მჭიდრო თანამშრომლობის განხორციელების სფეროებად დასახელებლი იქნა კოსმოსი, სამოქალაქო, ატომური და თავდაცვა.     


     The Times of India ცნობით, მანმოხან სინგხმა მიახვედრა ობამა რომ ინდოეთი უახლოეს მომავალში არ აპირებს სრულმასშტაბიან მოლაპარაკებას პაკისტანთან კაშმირის პრობლემის თაობაზე, სანამ ეს უკანასკნელი არ შეწყვეტს ,,ტერორიზმის ექპორტს".


     ობამას ვიზიტს აზიის რეგიონში, აგრეთვე ინდონეზიაში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში ადგილი აქვს ზღურბლზე მომდგარი დიდი რვიანის სამიტის პერიოდში. ტურნე გაგრძელდება 10 დღე, რომლის დროსაც მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნის პრეზიდენტი შეეცდება გააუმჯობესოს პირობები ამერიკის ექსპორტისათვის.


     გაზეთი ,,Коммерсантъ" ცნობით აშშ და ინდოეთმა უკვე მოაწერეს ხელი 10მლრ. დოლარის ღირებულების 20 კონტრაქტს.
დეტალურად რომ ითქვას, ობამამ განაცხადა რომ Boeing მიყიდის ათობით სატვირთო თვითმფრინავს ინდოეთს, ხოლო General Electric მიაწვდის დელში ასსზე მეტ რეაქტიულ ძრავას.


          ინდოეთის ეკონომიკას სიდიდით მე-12 ადგილზეა მსოფლიოში. ამასთან ნომინალური შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 977 ამერიკულ დოლარს, რაც ქვეყანას ამ მაჩვენებლით აყენებს 128-ე ადგილზე. ინდოეთის ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან: აშშ, ევროკავშირი და ჩინეთი.

წყარო - lenta.ru

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_62.html
განათავსა - Legatuss | 08 ნოემ. 2010, 20:17 | ახალი ამბები »
 

"ობამა დაპირდა ინდოეთს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრობას" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 25 აპრილი 2024
  • English Georgian