aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

 ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.5%-იან დონეზე დატოვა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, შეინარჩუნოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.5%-იან დონეზე ინფლაციის არსებული დინამიკის ფონზე, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9.8%-ით გაიზარდა.



უნდა აღინიშნოს, რომ კვების პროდუქტების გაძვირება 8%-იან დონეზე დაფიქსირდა. კომიტეტი აღნიშნავს, რომ გაძვირება ერთჯერადი, სეზონური მიზეზების შედეგი გახდა.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაცხადა, რომ ინფლაციური მოლოდინები ბოლო თვის განმავლობაში არ შეცვლილა. „ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა, ძირითადად, გარე ფაქტორების შედეგია. ამგვარად, მოცემულ ეტაპზე ინფლაციის მოლოდინის შესასუსტებლად და ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივ დონემდე - 6%-მდე შესამცირებლად არსებობს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების აუცილებლობა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის პრეს-რელიზში.

სექტემბერში ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5%-დან 7%-მდე გაზარდა, ხოლო ოქტომბერში - 7.5%-მდე.

კომიტეტის მორიგი სხდომა 22 დეკემბერს გაიმართება. 

წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_463.html
განათავსა - Drakula | 25 ნოემ. 2010, 08:02 | ახალი ამბები »
 

"ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.5%-იან დონეზე დატოვა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 03 მაისი 2024
  • English Georgian