aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

 თბილისში წყლის ტარიფი გაიზრდება ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 

თბილისში ერთ სულ მოსახლეზე წყლის ტარიფი 0.75 ლარით გაიზრდება და თვეში 3.15 ლარს მიაღწევს. ეს გადაწყვეტილება ძალაში 1 დეკემბრიდან შევა და არ შეიცვლება 2015 წლამდე.



ასეთი გადაწყვეტილება დღეს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების ეროვნული კომისიის სხდომაზე იქნა მიღებული. სხდომას ასევე პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და თბილისის მერი გიგი უგულავა ესწრებოდნენ.


მთავრობის პრეს-სამსახურის შეტყობინებით ტარიფი არ გაეზრდებათ და კვლავ 2.4 ლარის დონეზე შეუნარჩუნდებათ თბილისის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წყალი გრაფიკის მიხედვით მიეწოდებათ.


„ამ გადაწყვეტილებით თბილისის წყალმომარაგების კომპანიას ეძლევა მოტივაცია, განახორციელოს ინფრასტრუქტურის შეცვლა და გაუმჯობესება თბილისის იმ რაიონებში, სადაც წყალმომარაგება სადღეღამისო არაა, და 24 საათიან მომარაგებაზე გადავიდნენ“, - განაცხადა მთავრობის პრეს-სპიკერმა ნიკო მჭედლიშვილმა.


ამას გარდა, თბილისის დაახლოებით 105 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქე ტარიფის ნახევარს გადაიხდის, მეორე ნახევარს კი თბილისის მერია დაფარავს.


ორგანიზაციებისა და საწარმოებისათვის წყალმომარაგების ტარიფი არ შეიცვლება და კვლავ კუბური მეტრისთვის 4.4 ლარის დონეზე დარჩება.


ბოლოს თბილისელებისათვის წყლის ტარიფი გაორმაგდა 2007 წლის იანვარში. ამის მერე კომპანია „თბილისის წყალი“ გაიყიდა და ახალმა მფლობელმა განაცხადა, რომ 2010 წლიდან ერთ სულ მოსახლეზე ტარიფს 2.95 ლარამდე გაზრდიდა. 

წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_462.html
განათავსა - Drakula | 24 ნოემ. 2010, 19:59 | ახალი ამბები »
 

"თბილისში წყლის ტარიფი გაიზრდება" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 03 მაისი 2024
  • English Georgian