aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რუსეთთან მეგობრობა სურს და არა მტრობა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რუსეთთან მეგობრობა სურს და არა მტრობა. 



"მოვუწოდებ რუსეთის ხელმძღვანელებს - მომავლის არჩევანი გააკეთონ. შეიძლება მათ დადებითი როლი შეასრულონ ჩვენი რეგიონის პოზიტიურ ტრანსფორმაციაში. მიიღონ სხვა ქვეყნები, არა როგორც ვასალები, არამედ პარტნიორები. ყველას გვინდა, პირადად მეც მსურს, რუსეთი იყოს პარტნიორი და არა მტერი. ჩვენზე მეტად არავის სურს, რომ ის ისეთი ქვეყანა გახდეს, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს და მხარს უჭერს ადამიანების ძირითად უფლებებს", - განაცხადა სააკაშვილმა ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.


საქართველოს პირველი პირის შეფასებით, "კონფლიქტი არაფრით შეუწყობს ხელს ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობების დალაგებას".


"მსურს, რუს ხალხს ვუთხრა - მათ ყოველთვის სიხარულით მიიღებენ საქართველოში, როგორც ტურისტებს, სტუდენტებს, ბიზნესმენებს, ჟურნალისტებს, მეგობრებს, მაგრამ არა როგორც საოკუპაციო ჯარს", - მიმართა სააკაშვილმა რუს ხალხს ევროპარლამენტის ტრიბუნიდან.


აღსანიშნავია, რომ სააკაშვილმა 20-წუთიანი გამოსვლა ნოე ჟორდანიას სიტყვებით დაასრულა და დეპუტატებს პირობა მისცა, რომ "ევროპულ დანიშნულებამდე მისასვლელად ხელისუფლება შესაძლებლობის მაქსიმუმს გააკეთებს".


"საქართველოში წითელი არმიის შემოჭრამდე რამდენიმე დღით ადრე ნოე ჟორდანიამ თავისი ევროპული არჩევანი ასე ახსნა: "რას მივიღებთ, თუ ევროპის სახელმწიფოების კულტურისკენ გადავიხრებით? მხოლოდ ორიათასწლიან ევროპულ კულტურას, დემოკრატიულ სისტემას და ბუნებრივ სიმდიდრეს". დღეს, მე, საქართველოს უკვე სხვა პრეზიდენტი, მოგმართავთ იმავე გზავნილით და გეტყვით, რომ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას (არც ერთ პრეზიდენტს არ მისცემია 2-ჯერ ამ ტრიბუნით სარგებლობის საშუალება) და შესაძლებობის მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მივაღწიოთ ევროპულ დანიშნულებას", - დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.


შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უკვე მეორედ გამოვიდა.
წყარო - ghn.ge

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_451.html
განათავსა - teo- | 23 ნოემ. 2010, 16:52 | ახალი ამბები »
 

"საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რუსეთთან მეგობრობა სურს და არა მტრობა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 20 აპრილი 2024
  • English Georgian