| ბარაკ ობამამ მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას | | მსოფლიოს ამბები | |
თეთრმა სახლმა გაავრცელა ოფიციალური განაცხადი ლისაბონში აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შორის შეხვედრის თაობაზე.განაცხადში აღინიშნება, რომ აშშ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მიესალმება ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს. ,,პარასკევს საღამოს ლისაბონში აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რათა განეხილათ ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა. ობამამ აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - იტყობინება თეთრი სახლის პრეს-სამსახური. თეთრი სახლის ცნობით, ბარაკ ობამამ დადებითად შეაფასა სააქართველოს წვლილი ავღანეთის სამშვიდობო მისიაში. პრეზიდენტებმა აგრეთვე განიხილეს საქართველოში პოლიტიკურ-ეკონომიკური და თავდაცვითი რეფორმების გატარების საკითხები, აგრეთვე ორმხრივი ინტერესები საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებაში და ქვეყნის სტაბილურ განვითარებაში, საუბარია განაცხადში. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_419.html
| |||
| განათავსა - Legatuss | 20 ნოემ. 2010, 09:24 | ახალი ამბები » | |||

| სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.