aspurcela.ge
უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

 სამ თვეში ბენზინის საერთაშორისო ფასი 22.1 %-ით გაიზარდა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
"ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" განცხადებით: ბოლო 3 თვის განმავლობაში ბენზინის საერთაშორისო ფასი ლატტ'ს-ის მიხედვით გაზრდილია 22.1 პროცენტით 665 დოლარიდან 800 დოლარამდე ტონაზე, ხოლო დიზელის ფასი მომატებულია 19.4 პროცენტით 644 დოლარიდან 768 დოლარამდე ტონაზე. აქვე უნდა დავაზუსტოთ, რომ ეს არის ფასები, რომლებსაც კომპანია იხდის უშუალოდ პროდუქციის შეძენისას ადგილზე.


    რაც შეეხება ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსს, ბოლო 3 თვის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა 4.8 პროცენტით, კერძოდ, 3 თვის წინ ის იყო 1.8492, ხოლო დღეს არის 1.7608. 


    "ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში" განმარტავენ, რომ 3 თვის განმავლობაში საქართველოში საწვავის ფასის მატება მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა 5 თეთრის ოდენობით, ანუ დაახლოებით 3 პროცენტით. 


    თავის მხრივ, საერთაშორისო ფასის მატება ბენზინისა და დიზელის საწვავზე განპირობებულია მსოფლიოში ნავთობის ფასის ზრდით. მიმდინარე წლის განმავლობაში ნავთობის ფასი მერყეობდა ძირითადში 70-78 დოლარის ფარგლებში. ოქტომბრის თვიდან კი ნავთობის ფასმა მატება დაიწყო და გაიზარდა 88-89 დოლარამდე ბარელზე. ნავთობის ეს ფასები გახლავთ ბოლო 2 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, კერძოდ, 2008 წლის 8 ოქტომბრის შემდეგ.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_375.html
განათავსა - Legatuss | 16 ნოემ. 2010, 11:19 | ახალი ამბები »
 

"სამ თვეში ბენზინის საერთაშორისო ფასი 22.1 %-ით გაიზარდა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია


											ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 5
ხმები: 1


მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 25 აპრილი 2024
  • English Georgian