| საქართველოს 130 სამხედრო მოსამსახურე ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა | | საქართველოს ამბები | |
საქართველოს შეიარაღებული ძალების 31-ე ბატალიონის 130 სამხედრო მოსამსახურე ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა.ალექსეევის სამხედრო აეროპორტზე ჯარისკაცებს შეხვდა თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია და საქართველოში აშშ-ს ელჩი ჯონ ბასსი. მათი მებრძოლებთან შეხვედრა არ გაშუქებულა მედია საშუალებებით. შეხვედრის შემდეგ საქართველოში აშშ-ს ელჩმა განაცხადა, რომ იგი მოხარულია ქართველი ჯარისკაცების სამშობლოში დაბრუნებით,რომლებმაც თავიანთი მისია წარმატებით შეასრულეს ავღანეთში. საქართველოს დავდაცვის მინისტრის თქმით 31-ე ბატალიონის სახით საქართველოს ჰყავს კარგად გაწვრთნილი და გამოცდილების მქონე დანაყოფი. ,,დანაკარგების მიუხედავად ამ ბატალიონმა წარმატებით შეასრულა თავისი მისია. ბატალიონის წევრთა უმრავლესობა გამოთქვამს სურვილს კვლავ მიიღო მონაწილეობა ამდაგვარ მისიებში", - განაცხადა ახალაიამ. ქართველი ჯარისკაცები ამერიკულ კონტიგენტის შემადგენლობაში მსახურობენ ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_365.html
| |||
| განათავსა - Legatuss | 16 ნოემ. 2010, 09:06 | ახალი ამბები » | |||

| სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.