aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

 დავით ბაქრაძე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ვარშავაში გაემგზავრა, სადაც  ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.



    დაგეგმილია სესიაზე მისი სიტყვით გამოსვლა, სადაც ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას. სესიის მონაწილეები საქართველოს შესახებ საგანგებო რეზოლუციის მიღებას აპირებენ, რომლის წინასწარი მონახაზი უკვე შექმნილია.


    იმის თქმის საფუძველი არსებობს, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი დოკუმენტი იქნება, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოზე მიუღიათ. ამიტომაც სესიაზე მისაღები რეზოლუცია ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩემი გამოსვლაც და მისი თანმდევი დებატებიც იმის ფონს შექმნის, რომ სესიაზე საქართველოს საკითხი ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი თემა გახდეს”,—აღნიშნა დავით ბაქრაძემ.


    ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია 12 გაიხსნა და მასში საქართველოს პარლამენტის დელეგაციაც მონაწილეობს. ქართული დელეგაცია ვარშავაში 11 ნოემბერს გაემგზავრა.


    ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში პარტნიორი ქვეყნების 300-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს. სესია 16 ნოემბერს დაიხურება.
წყარო - medianews.ge

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_331.html
განათავსა - Legatuss | 14 ნოემ. 2010, 10:30 | ახალი ამბები »
 

"დავით ბაქრაძე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 02 ივნისი 2024
  • English Georgian