aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

 რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში ჩასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლისგან თავის შეკავებას ურჩევს.
    განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეო ნესტერენკომ მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.



    "რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს თავი შეიკავონ საქართველოში გამგზავრებისგან იმის გამო, რომ იქ თბილისის ნების გარეშე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ნამყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში ეძლევიან", - განაცხადა ნესტერენკომ.


    მისივე თქმით, გარდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა, საქართველოში ჩასული უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც ადრე სოხუმი ან ცხინვალი მოინახულეს, მსხვილ ფულად ჯარიმებს აკისრებენ და ხშირად ციხეში სხვამენ კიდეც.


   "ყოველივე ეს კეთდება ე.წ. "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის საფუძველზე, რომელმაც, სხვათაშორის, საკმაოდ მრავალი შენიშვნა მიიღო ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის მხრიდან. მსგავსი პრაქტიკის მიზანი ცხადია: საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დანარჩენ მსოფლიოსთან კავშირი გაუწყვიტოს", - განმარტა ნესტერენკომ.


   რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ "რუსები დღევანდელ საქართველოში სისტემატურად ხდებიან თავგასულობის მსხვერპლი, იმის მიუხედავადაც კი, იყვნენ ისინი ოდესმე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თუ არა".
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_307.html
განათავსა - Legatuss | 13 ნოემ. 2010, 12:35 | ახალი ამბები »
 

"რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში ჩასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 03 მაისი 2024
  • English Georgian