aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

 სოფელ ვაზისუბანში X-XI საუკუნეების სანაგირის ორსართულიანი ეკლესია ჩამოინგრა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
    გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში სანაგირის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ჩამოინგრა. სამონასტრო კომპლექსი უკიდურესად დაზიანებულია. სპეციალისტების განმარტებით, პრევენციული სამუშაოები სასწრაფოდ თუ არ ჩატარდა, შესაძლოა, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდეს. კომპლექსში შემავალი რამდენიმე ნაგებობა უკვე მიწასთან არის გასწორებული



    სანაგირის სამონასტრო კომპლექსი X-XI საუკუნეებშია აგებული და 7 წმინდანის სახელობისაა. 


    სოფელ ვაზისუბნის მაცხოვრებლების თქმით, ძირითადი ტაძარი, რომელიც ორსართულიანია, ვახტანგ გორგასალის მიერ აგებულ ყოვლადწიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაზეა დაშენებული. მას სამხრეთით მიშენებული აქვს დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ეკლესია, რომელზეც ამბობენ, რომ სასწაულმოქმედი ძალა აქვს და იქ მიყვანილი ავადმყოფი ბავშვები განკურნებულები მიდიან. 


    ისტორიკოსისა და არქეოლოგის გიორგი რჩეულიშვილის თქმით, ტაძარი ქართული არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ნაგებობაა. „ტაძარი დიდი ხანია დაზიანებულია. შიგ წვიმა ჩადის და ძალიან სავალალო მდგომარეობაშია", - აღნიშნავს გიორგი რჩეულიშვილი. 


    სოფელ ვაზისუბნის გამგებლის მალხაზ სოლომნიშვილის განცხადებით, ტაძართან მისასვლელი გზა დაზიანებულია და სანამ გზის რეაბილიტაცია არ მოხდება, ეკლესია ვერ შეკეთდება. 


    „რამდენიმე დღის წინ, ძეგლთა დაცვის სააგენტოდან სპეციალისტები იყვნენ ჩამოსულები. ეკლესიასთან მისასვლელი გზა დაათვალიერეს და ივარაუდეს, რომ გზის რეაბილიტაციას 600 000 ლარი სჭირდება", - აღნიშნა გამგებელმა.
    სანაგირის სამონასტრო კომპლექსი სოფლიდან 6 კილომეტრით არის დაშორებული.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_290.html
განათავსა - Legatuss | 12 ნოემ. 2010, 16:33 | ახალი ამბები »
 

"სოფელ ვაზისუბანში X-XI საუკუნეების სანაგირის ორსართულიანი ეკლესია ჩამოინგრა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 01 ივნისი 2024
  • English Georgian