aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

 G20-ის ლიდერებმა ეროვნული ვალუტების დევალვაციაზე ოფიციალური უარი თქვეს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 

„დიდი ოცეულის“ ქვეყნების ლიდერებმა სეულში ჩატარებულ სამიტზე ხელი მოაწერეს შედეგობრივ დეკლარაციას, რითაც ერთმანეთს დაპირდნენ, რომ საკუთარი ეკონომიკების კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით არ მოახდენენ ეროვნული ვალუტების დევალვაციას. დოკუმენტში ნახსენები არ იყო ცალკეული ვალუტები, ვინაიდან ეს ჩინეთის ხელმძღვანელობის მოთხოვნა გახლდათ.



როგორც „РБК იტყობინება, სამიტის შედეგების მიხედვით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ფინანსური ბაზრების განმტკიცების გაგრძელებაზე სავალუტო კურსების მოქნილობის ამაღლების გზით. „განვითარებული ეკონომიკები, მათ შორის სარეზერვო ვალუტის მქონე ქვეყნები, ყურადღებით მიადევნებენ თვალს იმას, რომ ადგილი არ ჰქონდეს სავალუტო კურსების მკვეთრ მერყეობებსა და უწესრიგო ცვლილებებს“, - ასეთი სიტყვები დეკლარაციაშია ნახსენები.


სავალუტო ომებთან ერთად მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან პრობლემად სამიტის მონაწილეებმა უმუშევრობის დონის ზრდა აღიარეს. დაგეგმილია, რომ G20-ის ქვეყნები იმუშავებენ რეფორმების პროგრამებზე, „რომლებიც აქტივირებენ და ინარჩუნებენ გლობალურ მოთხოვნას, ასტიმულირებენ სამუშაო ადგილების შექმნასა და ზრდის პოტენციალს ამაღლებენ“, - ნათქვამია დოკუმენტში.


ამას გარდა, G20-ის ლიდერები საერთაშორისო ბაზრების გახსნილობის შენარჩუნებასა და ინვესტიციების ლიბერალიზაციაზე შეთანხმდნენ. ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ ბაზრების გახსნილობა საშუალებას მისცემს მსოფლიო ეკონომიკას, ახალ დონეზე გავიდეს.

წყარო - http://news.km.ru/

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_286.html
განათავსა - Drakula | 12 ნოემ. 2010, 14:18 | ახალი ამბები »
 

"G20-ის ლიდერებმა ეროვნული ვალუტების დევალვაციაზე ოფიციალური უარი თქვეს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 24 აპრილი 2024
  • English Georgian