aspurcela.ge
როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

 თბილისში კიბერ-უსაფრთხოების სემინარი ჩატარდა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში კიბერ-უსაფრთხოების სემინარი ჩატარდა. უსაფრთხოების სფეროში საინფორმაციო-ტექნოლოგიურ გამოწვევებს ქართველ კოლეგებთან ერთად ესტონელი და ბრიტანელი ექსპერტები განიხილავდნენ. „მრგვალი მაგიდის“ ფორმატში შეხვედრა საქართველო-ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობდა.



სემინარი ესტონეთის კიბერ-უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რაულ რიკმა გახსნა. ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში საინფორმაციო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე დიდი ბრიტანეთის ვიცე-პოლკოვნიკი ნაიჯელ გარისონი და სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის თავმჯდომარე ანდრო ბარნოვი საუბრობდნენ.


სემინარში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებმა.


ესტონელი ექსპერტის რაულ რიკის განცხადებით, სემინარი საქართველოს კიბერ-უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაშიც დაეხმარება.


„მრგვალი მაგიდის ძირითადი მიზანია გარკვევა იმისა, თუ რის გაკეთებას აპირებენ ამ სფეროში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები და რა სახით შეიძლება განვითარდეს მათი თანამშრომლობა მომავალში. საქართველოზე კიბერ-შეტევა 2008 წლის აგვისტოში საქართველო-რუსეთის ომის დროს განხორციელდა. სამხედრო ოპერაციების პარალელურად მსგავს შეტევას საქართველოზე მანამდე ადგილი არ ჰქონია. დღეს ეს რეალურ პრობლემას წარმოადგენს და სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ, რათა სხვადასხვა ინიციატივები შევათანხმოთ“, - განაცხადა რაულ რიკმა. 

წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_268.html
განათავსა - Drakula | 12 ნოემ. 2010, 09:15 | ახალი ამბები »
 

"თბილისში კიბერ-უსაფრთხოების სემინარი ჩატარდა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 01 ივნისი 2024
  • English Georgian