aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

 UPDATED: რუსმა მესაზღვრეებმა ოსურ სოფელ ღრომთან ქართველი მოზარდი დააკავეს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
    რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა ოსურ სოფელ ღრომთან დააკავეს ქართველი  მოზარდი, რომელსაც პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ აღმოაჩნდა.
   


ოსური სააგენტოების ცნობით, მოზარდი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, მეზობელი ქართული სოფლის, მეჯვრისხევის მაცხოვრებელია და ღრომის ტერიტორიაზე შევიდა. რუსებმა მოზარდი ოსურ  ე. წ. უშიშროების სამსახურს გადასცეს და ცხინვალში გადაიყვანეს. 


    როგორც ოსური საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, ღრომთან მიმოსვლის გამარტივებული რეჟიმი მოქმედებს და მოზარდს შესაბამისი საბუთებით უპრობლემოდ შეეძლო შესვლა. მეჯვრისხევის გამგებელმა ხვიჩა ცარიელაშვილმა რადიო „თავისუფლებას“ განუცხადა, რომ დაკავებული ალექსი ხუროშვილი 15 წლისაა და იგი ხშირად მიდიოდა ხოლმე ღრომის მიმართულებით, სადაც სოფლის განაპირა მიწის ნაკვეთებია.


    უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში, რუსმა ე. წ. მესაზღვრეებმა საქართველოს სამი მოქალაქე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ოსური საინფორმაციო საშუალებების გავრცელებული ინფორმაციით, მარნეულის რაიონის მაცხოვრებელი გიორგი ელბაქიძე ცხინვალის სამხრეთ-აღმოსავლეთის ტერიტორიაზე ე. წ. საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა თეიმურაზ ხუგაევმა სპეციალურ თათბირზე დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის მოახსენა. მისი თქმით, ელბაქიძის საქმეს ამჟამად დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს. მანამდე რუსმა მესაზღვრეებმა კიდევ ერთი ქართველი, ნიკოლოზ რაზმაძე დააკავეს, რომელსაც ასევე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ბრალდება. მის მიმართ ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ოსურმა მხარემ რაზმაძის ვინაობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად დახმარება „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტს სთხოვა. ეს ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ამჟამად ცხინვალში საქმიანობს და, ძირითადად, ჰუმანიტარულ საკითხებზე მუშაობს.  


    როგორც რადიო “თავისუფლება” იუწყება, ცხინვალის ციხეში კიდევ რჩება საქართველოს ათამდე მოქალაქე, რომლებსაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალი აქვთ წაყენებული. ოსური მხარე კ,ი კვლავ დაჟინებით მოითხოვს დაკავებულთა გაცვლას პრინციპით: „ყველა ყველაზე“, რასაც ქართული მხარე არ თანხმდება, რადგან აგვისტოს ომამდე დაკავებული არაერთი ოსი ეროვნების ადამიანი მძიმე დანაშაულისთვის, მათ შორის, გორის ტერაქტის მოწყობისთვის სასჯელს საქართველოს ციხეებში იხდის.


განახლებულია:


ამ დროისთვის მოზარდი გაანთავისუფლეს.


     სეპარატისტებმა იგი საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებს გადასცეს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.

წყარო - medianews.ge

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_233.html
განათავსა - Legatuss | 11 ნოემ. 2010, 08:53 | ახალი ამბები »
 

"UPDATED: რუსმა მესაზღვრეებმა ოსურ სოფელ ღრომთან ქართველი მოზარდი დააკავეს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 19 მაისი 2024
  • English Georgian