aspurcela.ge
როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

 კონკურენციის გამო Google-მა თანამშრომლებს ხელფასი გაუზარდა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
2011 წლის 1 იანვრიდან კომპანია Google ყველა თავის თანამშრომელს ხელფასს 10%-ით გაუზრდის. ასეთი გადაწყვეტილების მიღება Google-ის ხელმძღვანელობას მკაცრი კონკურენციის გამო მოუწია.



თანამშრომლებს მეტს გადაუხდიან, რათა ისინი არ წავიდნენ კომპანიიდან. Google-ის ყველაზე ძლიერ კონკურენტად Facebook-ია მიჩნეული.


როგორც გამოცემა The Wall Street Journal იტყობინება, Facebook-ის ყველა თანამშრომელთა მეათედი ნაწილი ადრე Google-ში მუშაობდა. ინტერნეტ-კორპორაციის სპეციალისტთა გადმობირებას სილიკონის ველის სხვა კომპანიებიც ახორციელებენ. საერთო ჯამში Google-ში 23 ათასი ადამიანი მუშაობს. კომპანია Universum-ის რეიტინგის მონაცემებით Google მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველი დამქირავებელია. ინტერნეტ-კორპორაციაში მუშაობაზე ოცნებობენ მსოფლიოს საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლების გამოსაშვები ახალგაზრდები ტექნიკური განათლებით.  


Google-ის გენერალურმა დირექტორმა ერიკ შმიდტმა ხელფასის სამომავლო გაზრდაზე ყველა თავის თანამშრომელს წინასწარ შეატყობინა ელექტრონული წერილის საშუალებით. „ჩვენ კვლავაც გვსურს Google-ში კარგი ადამიანების მოზიდვა“, - შმიდტის სწორედ ეს სიტვყებია მოცემული წერილში. შობის წინადღეს კორპორაციის თანამშრომლები ნაღდი ფულის სახით ბონუსად 1000 დოლარს მიიღებენ.  


10 ნოემბერს საძიებო სისტემამ პრეზენტაცია გაუკეთა ახალ სერვისს - გვერდების წინასწარ ნახვას, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ვებ-საიტების გამოსახულებები ძიების შედეგებში ნახოს. Google-ის წარმომადგენელთა აზრით, ახალი სისტემა მომხმარებლებს აუცილებელი ინფორმაციის უფრო სწრაფად მოძიებაში დაეხმარება.  

წყარო - http://news.km.ru

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_218.html
განათავსა - Drakula | 10 ნოემ. 2010, 18:41 | ახალი ამბები »
 

"კონკურენციის გამო Google-მა თანამშრომლებს ხელფასი გაუზარდა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 23 აპრილი 2024
  • English Georgian