aspurcela.ge
კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

 სასტუმრო ''Park Hyatt'' მშენებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
       მიწის ნაკვეთი, რომელიც საქართველოში ერთ–ერთ უმსხვილეს კომპანიას, "Loyalestate"–ს ეკუთვნოდა და რომელზეც იგეგმებოდა საერთაშორისო სტანდარტების სასტუმროს "Park Hyatt"–ის მშენებლობა, გაყიდულია. რესტორან "არაგვის" ყოფილი ტერიტორია, რომელიც 2009 წელს, თიბისი ბანკის კუთვნილებაში გადავიდა, ახლა უძრავი ქონების მართვის ფონდის საკუთრებას წარმოადგენს.

     
       აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბრენდის სასტუმროს, "Park Hyatt"–ს, თბილისის ფილიალის მშენებლობა დღემდე არ დაწყებულა.



          კომპანია "Loyalestate"–ს შეექმნა ფინანსური პრობლემები. საინვესტიციო კომპანიამ მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 2007 წელს დაიწყო, თუმცა 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა იგი შეაჩერა. მშენებლობის დასრულება იგეგმებოდა 2010 წლისთვის, მაგრამ ამ დროისათვის მხოლოდ მიწის სამუშაოებია ჩატარებული. პროექტის საერთო ღირებულება მშენებლობის დასაწყისისათვის შეადგენდა 150 მილიონ დოლარს, ხოლო კრიზისს შემდეგ, ის ჯერ 100 , ხოლო შემდეგ 75 მილიონ დოლარამდე შემცირდა.


       "Loyalestate"–ის აღმასრულებელი დირექტორი უარყოფს მიწის ნაკვეთის გასხვისების ფაქტს. მინდია გადაევი აცხადებს, რომ "Loyalestate" ფლობდა 6 ჰექტარ მიწას, ხოლო სასტუმროს მშნებლობისათვის მხოლოდ 2 იყო საჭირო. როგორც აცხადებს გადაევი,  დარჩენილი 4 ჰექტარი აქციონერებმა თავიანთი შეხედულების შესაბამისად განკარგეს. მისივე სიტყვებით, სასტუმროს მშენებლობა აუცილებლად დასრულდება. მოლაპარაკებები ფინანსური დახმარების მოზიდვის შესახებ დღემდე მიმდინარეობს.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_217.html
განათავსა - nanikochanturidze | 10 ნოემ. 2010, 18:40 | ახალი ამბები »
 

"სასტუმრო ''Park Hyatt'' მშენებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 20 აპრილი 2024
  • English Georgian