aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

 ლტოლვილები საშემოსავლო გადასახადისგან ნაწილობრივ განთავისუფლდებიან ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
 იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონების პირველადი რეალიზაციის შედეგად მიღებული ღირებულება საშემოსავლო და ქონების გადასახადისგან თავისუფლდება.



ამის შესახებ დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. აღნიშნული ცვლილება საგადასახადო კოდექსში და ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში შედის. კომიტეტის სხდომაზე საგადასახადო კოდექსში შესატანი ის ცვლილებაც განიხილეს, რომლის მიხედვით საგადასახადო ორგანოს შეუძლია მოითხოვოს მოვალის ყადაღადადებული ქონების პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემა. საკითხის დასმა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანება ქონების საბაზრო ღირებულებას აღემატება ან მისი ტოლია.


როგორც სხდომაზე აღინიშნა, აუქციონის წესით ქონების რეალიზაციას აღასრულებს აღსრულების ეროვნული ბიურო. ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით, პირველ რიგში, აღსრულების ხარჯი დაიფარება. რაც შეეხება საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლს, მასში ჩამოთვლილ სანქციებს ახალი სანქცია ემატება: საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვა ერთი წლის ვადით. ამასთანავე, სამართალდამრღვევს შესაძლებლობა ეძლევა აღნიშნული საზღვარი გადაკვეთოს იმ შემთხვევაში, თუ იგი წარმოადგენს 5000 ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას. 
წყარო - parliament.ge

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_211.html
განათავსა - teo- | 10 ნოემ. 2010, 16:51 | ახალი ამბები »
 

"ლტოლვილები საშემოსავლო გადასახადისგან ნაწილობრივ განთავისუფლდებიან" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 23 აპრილი 2024
  • English Georgian