aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2010 წელს მთავრობამ მაქსიმუმი გააკეთა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
     საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის განცხადებით, 2010 წელს მთავრობამ იმის მაქსიმუმი გააკეთა, რისი გაკეთებაც არსებულ პირობებში იყო შესაძლებელი.




     "არ იყო მარტივი 2010 წელი, 2009 კიდევ უარესი იყო. ბევრ პრობლემას შევეჩეხეთ, ბევრი ახალი ამოცანა დავისახეთ. ყველაფერი ვერ განვახორციელეთ, მაგრამ იმ პირობებში, რაც გვქონდა, მაქსიმალური გაკეთდა, მათ შორის სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით", - განაცხადა პრემიერმა ნავთლუღის სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლებთან შეხვედრისას.მისივე განმარტებით, იმ პოლიტიკური პრობლემის გადატანა, რომელიც საქართველოს ბოლო 2-3 წლის განმავლობაში მოუწია, "ასე მარტივად გადასატანი ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკისთვის არ იქნებოდა". 


     "ძალიან მძიმე პრობლემა გადავიტანეთ ძალიან მცირე პერიოდში. ამას ასე მარტივად ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკა ვერ გადაიტანდა", - განმარტა გილაურმა.


     ამასთან, პრემიერმა მომავალი წლის პრიორიტეტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამუშაო ადგილების შექმნა კვლავ მთავრობის მთავარ პრობლემად და მიზნად რჩება. 


     "რისი გაკეთება შეგვიძლია ამ მიმართულებით? რომ ვთქვა, მთავრობა გამოვა და თვითონ დაიქირავებს ყველასთქო, ეს არასწორი მიდგომა იქნება და აჩვენა კიდეც, რომ ამან ვერც გაამართლა და ვერც ვერასდროს გაამართლებს. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ისეთი გარემო, რომელშიც კერძო ბიზნესი განვითარდება და იქნება კომფორტული", - დასძინა საქართველოს პრემიერმა.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_206.html
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 13:45 | ახალი ამბები »
 

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2010 წელს მთავრობამ მაქსიმუმი გააკეთა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 18 მაისი 2024
  • English Georgian