aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 კენიამ სომალიელი მეკობრეების გასამართლებაზე უარი განაცხადა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 

კენიის სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია ქვეყნის ტერიტორიის გარეთ თავდასხმის განმახორციელებელი სომალიელი მეკობრეების გასამართლება.



„კენიელმა მოსამართლემ შეაჩერა პროცესი ცხრა სომალიელზე, რომლებსაც ადანაშაულებენ ადენის ყურეში ხომალდზე თავდასხმაში, რომელიც გერმანიის დროშით მიცურავდა“, - გადმოსცემს BBC.


მეკობრეობაში ეჭვიმატნილი 100-ზე მეტი ადამიანი სასამართლოს ელოდებიან კენიაში - ორიდან ერთ-ერთ ქვეყანაში, რომელშიც სამხედრო-საზღვაო ფლოტს სავარაუდო მეკობრეების გადაცემა შეუძლია.


საზღვაო ყაჩაღების სისხლის სამართლის დევნის თვალსაზრისით კენია სომალის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. ქვეყანაში უკვე 50 მეკობრეა გასამართლებული. საერთო ჯამში კი 700-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც სომალის ნაპირებთან საზღვაო ყაჩაღობაში გასამართლებულნი ან ეჭვმიტანილნი არიან, მსოფლიოს 12 ქვეყანაში პატიმრობის ადგილებში იმყოფებიან.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, დღესდღეობით მსოფლიოში საზღვაო მეკობრეეთა სასამართლო დევნისათვის სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი არ არსებობს.


ამჟამად გაეროში მიმდინარეობს საზღვაო ყაჩაღების იურიდიულ დევნასთან დაკავშირებული ღონისძიებების შემუშავება. ამგვარად, ოქტომბრის დასასრულს უკრაინამ განსახილველად შეიტანა მეკობრეობასთან ბრძოლის საერთაშორისო კონვენციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სპეციალური საერთაშორისო სასამართლოს დაწესებას იმ საქმეთა განსახილველად, რომლებიც საზღვაო ყაჩაღობას უკავშირდება. ამის შესახებ ადრე „РИА Новости“ იტყობინებოდა.


შეგახსენებთ, რომ 2010 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში სომალიელმა მეკობრეებმა 37 სამოქალაქო გემი მიიტაცეს. 2010 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით, სომალიელ მეკობრეებს ტყვედ 389 მეზღვაური და 18 გემი ჰყავდათ. 

წყარო - http://news.km.ru/

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_200.html
განათავსა - Drakula | 10 ნოემ. 2010, 11:53 | ახალი ამბები »
 

"კენიამ სომალიელი მეკობრეების გასამართლებაზე უარი განაცხადა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 08 მაისი 2024
  • English Georgian