aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

 გიორგი თარგამაძე აშშ-ში შეხვედრებს მართავს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
    ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე და პარტიის წევრი, პარლამენტარი ნიკა ლალიაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქმიან ვიზიტს აგრძელებენ. `ქრისტიან-დემოკრატებმა” პირველი შეხვედრები ვაშინგტონში, ამერიკის სენატში, კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტში გამართეს. 




    პარტიის ლიდერებმა ხელისუფლების წარმომადგენლების პარალელურად, შეხვედრები ავტორიტეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც გამართეს. შეხვედრები შედგა ორგანიზაცია `ფრიდომ ჰაუსის” წარმომადგენლებთანაც, რომლებსაც გიორგი თარგამაძემ საკუთარი პარტიის ხედვები გააცნო. ყველა შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა და განხილვის თემა საქართველოს პოლიტიკური ვითარების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები იყო, _ აცნობეს ,,მედიანიუსს"   ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან.


    ამერიკაში ვხდებით იმ ადამიანებს, რომლებიც გადამწყვეტ გავლენას ახდენენ საქართველოს საერთაშორისო გადაწყვეტილებებზე. მათთან მიმდინარეობს საუბარი იმ პასუხიმსგებლობაზე, რომელიც დემოკრატიულ ძალებს აკისრიათ საქართველოს წინაშე.” – განაცხადა გიორგი თარგამაძემ.  


    ქრისტიან დემოკრატების ლიდერი  აშშ-ში ვიზიტის დასრულების შემდეგ, გერმანიაში გაემგზავრება, სადაც გერმანიის ქრისტიან- დემოკრატიული კავშირის ყრილობას დაესწრება. დაგეგმილია გიორგი თარგამაძის შეხვედრა გერმანიის კანცლერ  ანგელა მერკელთან. 


   გიორგი თარგამაძისა და ნიკა ლალიაშვილის ვიზიტი საზღვარგარეთ, კიდევ ერთი კვირა გაგრძელდება.

წყარო - medianews.ge

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_180.html
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 09:51 | ახალი ამბები »
 

"გიორგი თარგამაძე აშშ-ში შეხვედრებს მართავს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 07 მაისი 2024
  • English Georgian