aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

 რუსი ჯაშუშები ქართული კანონმდებლობით აგებენ პასუხს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 

თბილისი შპიონაჟისათვის დაკავებულ რუს მოქალაქეებს ყველა კანონიერი უფლებით უზრუნველყოფს. ამის შესახებ BBC-ის ინტერვიუში საქართველოს საზღვარგარეთის საქმეების მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.



მან დაადასტურა, რომ საქართველომ რუსეთისაგან შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით მიიღო ოფიციალური ნოტა, რომლის თანახმადაც ისინი მათთვის ითხოვენ ინფორმაციის მოწოდებას რუსეთის მოქალაქეების იდენტიფიკაციის მიზნით.


„მათ ასევე თხოვნით მოგვმართეს, თავიანთ მოქალაქეებთან საუბრის ნება დაგვერთო. რასაკვირველია, ჩვენ ვუზრუნველყოფთ ყველა დაკავებულს კანონით გათვალისწინებული უფლებებით“, - განაცხადა კალანდაძემ.


მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ დაკავებულებთან რუსი დიპლომატების დაშვების საკითხთან დაკავშირებით ამჟამად მოლაპარაკებებები არ მიმდინარეობს, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ეს პირები ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილნი, „რაც ნიშნავს, რომ ისინი ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან და თუ მათი დანაშაული დამტკიცდება, ქართული კანონმდებლობის მიხედვით აგებენ პასუხს“, - განაცხადა კალანდაძემ.


მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ უკვე მოახდინა რეაგირება რუსული მხარის მოთხოვნაზე და ნოტა კომპეტენტურ ორგანოებში გაიგზავნა.

წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_178.html
განათავსა - Drakula | 10 ნოემ. 2010, 09:47 | ახალი ამბები »
 

"რუსი ჯაშუშები ქართული კანონმდებლობით აგებენ პასუხს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 06 მაისი 2024
  • English Georgian