| ჩეჩნეთში მომხდარ აფეთქებას ერთი რუსი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა | | მსოფლიოს ამბები | |
ჩეჩნეთში მომხდარი აფეთქების შედეგად რუსეთის შინაგანი ჯარის ერთი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა. "ურუს-მარტანის რაიონში, დასახლებული პუნქტის ტანგას სიახლოვეს მთიან ადგილზე სამძებრო-სადაზვერვო ღონისძიებების ჩატარების შედეგად დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამუშავდა. აფეთქების შედეგად ერთი სამხედრო მოსამსახურე მძიმედ დაიჭრა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა", _ ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს ძიება. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_163.html
| |||
| განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 09:20 | ახალი ამბები » | |||

| სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.