aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

 აშშ-ს სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა აღიარა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის თანამშრომელი, რომელიც კი ოდესმე ჯაშუშობის ბრალდებით ყოფილა გასამართლებული, აღიარებს, რომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობით კვლავაც იყო დაკავებული და ამ საქმიანობას პირდაპირ ციხის კამერიდან ეწეოდა. 



 ფრანგული "AFP"-ს ინფორმაციით, 59 წლის ჰაროლდ ნიკოლსონი 1997 წელს კრემლისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიყიდვის ბრალდებით გაასამართლეს და 23,5 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ამასთან, ითვლება, რომ მან რამდენიმე ამერიკელი ჯაშუში ამხილა, რომელიც რუსეთში მუშაობდა. 

ბრალდებულის აღიარებით მას სავ სამუშაოში მისი ვაჟიც ეხმარებოდა.


საპროცესო გარიგების პირობების თანახმად, ნიკოლსონმა აღიარა, რომ 2006-დან 2008 წლის დეკემბრამდე რუსეთს ინფორმაციას აწვდიდა და რუსული მხარისგან ადრე მიწოდებული ინფორმაციისთვის ფულს იღებდა.


"ნიკოლსონმა აღიარა, რომ კიდევ ერთხელ უღალატა არა მარტო საკუთარ ქვეყანას, არამედ საკუთარ ოჯახსაც, ჩართო რა საკუთარი ვაჟი ნატანიელი ადრე გადაცემული საიდუმლო ინფორმაციისთვის ფულის აღების პროცესში" - განაცხადა პროკურორმა დუაიტ ჰოლტონმა.


მისივე განმარტებით, ნიკოლსონი საკუთარ ვაჟს საიდუმლო ინფორმაციას ორეგონის შტატში მდებარე ციხეში ვიზიტების დროს აწვდიდა, ეს უკანასკნელი კი ამის შემდეგ ისეთ ადგილებში მიემგზავრებოდა, როგორიც სან-ფრანცისკო, მეხიკო, ლიმა და ნიქოზიაა, სადაც რუსეთის აგენტებს ხვდებოდა.


მოსამართლე ანა ბრაუნმა ნიკოლსონისთვის ახალი განაჩენის გამოცხადება 2011 წლის 18 იანვრისთვის ჩანიშნა.


რაც შეეხება ნატანიელ ნიკოლსონს, იგი გასულ წელს დააპატიმრეს, ხოლო მისთვის გამოტანილ განაჩენს მიმდინარე წლის დეკემბერში გამოაცხადებენ.


შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივლისში მოსკოვში ჯაშუშების 10-კაციანი ჯგუფი დაბრუნდა, რომლის წევრთაგან ზოგიერთი შტატებში მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა. ეს ჯაშუშების სენსაციური გაცვლის ნაწილი გახდა, რომლის დროსაც რუსეთმა დასავლეთში ოთხი პატიმარი გაგზავნა.


კრემლის აგენტები ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ოპერაციის შედეგად დააკავეს, რომელიც, როგორც დასაწყისში ჩანდა, აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების სწრაფ გაუმჯობესებას საფრთხეს უქმნიდა.
წყარო - pirweli.com.ge

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_134.html
განათავსა - teo- | 09 ნოემ. 2010, 21:04 | ახალი ამბები »
 

"აშშ-ს სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა აღიარა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 26 აპრილი 2024
  • English Georgian