aspurcela.ge
როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

 ქართველ მწერალთა ნაწარმოებები ცნობილი ამერიკული ჟურნალის 23-ე გამოშვებაში მოხვდა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 

პოეტის, პროზაიკოსისა და ესეისტის გივი ალხაზიშვილის, პოეტ ზვიად რატიანის, მწერლისა და პოეტის ბესიკ ხარანაულის ნაწარმოებები ცნობილი ამერიკული ჟურნალის - “The Dirty Goat“-ის 23-ე გამოშვებაში მოხვდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკული გამომცემლობა ქართველი ლიტერატორებით დაინტერესდა.



როგორც საქართველოს კულტურის სამინისტროში განაცხადეს, ქართველ ავტორებს ჟურნალში მოხვედრაში ქართული პოეზიით დაინტერესებული მთარგმნელი ტიმოტი კერჩნერი დაეხმარა. საქართველოდან წასვლის შემდეგ (კერჩნერი საქართველოში ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობდა) მთარგმნელი პოეტ ლელა სამნიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც შეკრიბა ზვიად რატიანისა და გივი ალხაზიშვილის ლექსები, ხოლო ბესიკ ხარანაულის ლექსები ამოარჩია მთარგმნელმა ანი კოპალიანმა. ამის შემდეგ ტიმოტი კერჩნერმა გადათარგმნა ქართველი პოეტების პოეზია და ჟურნალ „The Dirty Goat“-ის რედაქციაში მიიტანა.


ჟურნალი “The Dirty Goat”, რომელიც 150 გვერდს შეიცავს, წელიწადში ორჯერ გამოდის და აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პოეზიას, პროზას, დრამასა და სახვითი ხელოვნების ნიმუშებს. დაარსებიდან (1988 წელი) დღემდე ჟურნალი ხელს უწყობს თანამედროვე ხელოვნების წარდგენასა და მის პოპულარიზაციას სხვადასხვა ქვეყნებში.


ჟურნალი ორენოვანია, ნამუშევრები წარმოდგენილია ორიგინალის ენასა და ინგლისური თარგმანით. 

წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1249.html
განათავსა - Drakula | 17 თებ. 2011, 11:16 | ახალი ამბები »
 

"ქართველ მწერალთა ნაწარმოებები ცნობილი ამერიკული ჟურნალის 23-ე გამოშვებაში მოხვდა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 17 ივნისი 2024
  • English Georgian