aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

 საქართველოში ცნობილი მარკეტოლოგი მარტინ ლინდსტორმი ჩამოვა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 

International Training Centre-ის ინიციატივით, 13-14 დეკემბერს საქართველოში მარკეტინგის ცნობილი სპეციალისტი, სახალხო ტრენერი და ბიზნეს-მრჩეველი მარტინ ლინდსტორმი ჩამოვა.



ვიზიტის ფარგლებში იგი ჩაატარებს ლექციებსა და სემინარებს თემაზე „ნეირომარკეტინგი - ბრენდი და მარკეტინგული სტრატეგია“. ტრენინგები მოეწყობა სასტუმრო „შერატომ მეტეხი პალასში“ და მათში მონაწილეობას საქართველოში მოქმედი ყველა კომპანიის წარმომადგენლები შეძლებენ.


ტრენინგები ორი დღის განმავლობაში ჩატარდება. მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ დავალებას, ხოლო 13 დეკემბერს შედგება ტრენინგების გავლილთა სერტიფიკაციის ცერემონია.


სემინარების გარდა International Training Centre ქართულ კომპანიებს კიდევ ერთ უპრეცედენტო მომსახურებას სთავაზობს: კომპანიები შეძლებენ შეუკვეთონ და მიიღონ ტრენერისაგან მათ კომპანიაზე გათვლილი ბიზნეს-კონსულტაცია.


დანიელი მარკეტოლოგი მარტინ ლინდსტორმი ისეთი ცნობილი კომპანიების მრჩეველია, როგორებიცაა: Microsoft Corporation, Coca-Cola, Nestle, McDonald`s, Nokia, The Walt Disney Company, American Express, PepsiCo, Yellow Pages P&G და სხვები. 2009 წელს ჟურნალ „თაიმსში“ იგი მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი პიროვნებების რიცხვში დასახელდა.


12 წლის ასაკში მარტინ ლინდსტორმი უკვე ფლობდა საკუთარ სარეკლამო სააგენტოს, შემდგომში კი გახდა ავტორი ბესტსელერებისა „Buyology“ და “Brand Sense”, რომლებიც გადათარგმნილია 40 ენაზე და მსოფლიოს 60 ქვეყანაშია გამოცემული. დღესდღეობით ლინდსტორმის პირადი აუდიტორია 1 მლნ ადამიანს შეადგენს.

წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_122.html
განათავსა - Drakula | 09 ნოემ. 2010, 18:31 | ახალი ამბები »
 

"საქართველოში ცნობილი მარკეტოლოგი მარტინ ლინდსტორმი ჩამოვა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 5
ხმები: 1


მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 27 აპრილი 2024
  • English Georgian