aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

 საქართველოში იგეგმება ევროკომისარის ვიზიტი ენერგეტიკის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
მომავალი წლის გაზაფხულს იგეგმება ევროკომისარის გიუნტერ ოტინგერის ვიზიტი საქართველოში ენერგეტიკის საკითხებთან დაკავშირებით. ამის შესახებ იტყობინება ,,КАВКАЗ-ПРЕСС" ენერგეტიკის სამინსტროზე დაყრდნობით. ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეული იქნა საქართველოს დელეგაციის ბრიუსელში ვიზიტისას.




     საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა ბრიუსელში 4-5 ნოემბერს, სადაც გაიმართა კონფერენცია ენერგეტიკის საკითხებთან დაკავშირებით. მასში მონაწილეობა მიიღო ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებთან დაკავშირებით გიუნტერ ოტინგერმა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა, ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა. 


     კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრის შემდეგ სიტყვით გამოვიდა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, რომელმაც ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, რომ ცვლილებები შეტანილი იქნა საკანონმდებლო და მარეგულირებელ ბაზაში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით. აგრეთვე შეეხო დღეისათვის მიმდინარე პროექტებს და მცირე, საშუალო,დიდი ჰესების პოტენციალს. მინისტრმა მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია მშენებარე შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზების შესახებ.


     ევროკომისარმა გიუნტერ ოტინგერმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს განსაკუთრებული სტრატეგიული და კონსტრუქციული როლი სატრანზიტო ენერგეტიკული პროექტების განვითარების გეგმაში, ამასთან ერთად მხარი დაუჭირა საქართველოს სრულ ინტეგრაციას ევროკავშირში საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების გზით. ოტინგერმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა აღდგენად ენერგორესურსების სფეროში.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_119.html
განათავსა - Legatuss | 09 ნოემ. 2010, 18:07 | ახალი ამბები »
 

"საქართველოში იგეგმება ევროკომისარის ვიზიტი ენერგეტიკის საკითხებთან დაკავშირებით" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 25 აპრილი 2024
  • English Georgian