aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

 ''მცირე მეწარმეებმა მეტი ფული დახარჯონ და პროფესიონალი ბუღალტერი დაიქირავონ'' საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
 "მოკლე პერიოდში გამოსავლად ტურიზმი დავსახეთ"

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყველაზე ხმაურიანი საკადრო გადაწყვეტილება, თამამად შეიძლება ითქვას,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად 28 წლის ვერა ქობალიას დანიშვნა იყო. როგორი იყო სოხუმიდან დევნილი გოგონას გზა მინისტრობამდე, რა მიაჩნია მთავარ პრიორიტეტად და რაზე ოცნებობს, "კვირის პალიტრისთვის" მიცემული მისი პირველი ინტერვიუდან შეიტყობთ:


 - სოხუმი რომ დავტოვე, 11 წლის ვიყავი. დედაჩემი რაჭველია და რამდენიმე თვე რაჭაში ვცხოვრობდით. 12 წლის რაჭაში გავხდი. იქიდან  თბილისში გადმოვედით, მერე მოსკოვში. ბოლოს ვანკუვერში აღმოვჩნდით, სადაც 15 წელი ვიცხოვრე. ყველაფერს, რაც მაშინ ჩემ გარშემო ხდებოდა, ბავშვის თვალებით ვუყურებდი. მეგონა, რაც თავს დაგვატყდა, ცოტა ხანს გაგრძელდებოდა და სოხუმში დავბრუნდებოდით. კანადა ემიგრანტების ქვეყანაა, ხალხიც თბილია, მაგრამ მენატრებოდა ის ურთიერთობები, რაც საქართველოში მქონდა. მე სხვა ფილმებითა და  წიგნებით ვიყავი გაზრდილი, კანადაში კი მათ არ იცნობდნენ. ჩვენი ცხოვრების წესი განსხვავებულია და ჩემი არ ესმოდათ. 

- თქვენ დაბრუნდით სამშობლოში და მალე ეკონომიკის მინისტრად დაინიშნეთ. როგორ და სად შეგამჩნიათ პრეზიდენტმა? 
- ბევრს ჰგონია, რომ პრეზიდენტმა კანადაში ჩამოსვლისთანავე შემომთავაზა მინისტრობა. მართლაც ასე რომ ყოფილიყო, ალბათ, უარს ვიტყოდი. სინამდვილეში ყველაფერი კანადაში, ოლიმპიადაზე ქართული დელეგაციის ჩამოსვლით დაიწყო. პრეზიდენტი ყველა ქვეყანაში ხვდება ქართულ დიასპორას. ვანკუვერშიც გამოძებნა დრო ჩვენთან შესახვედრად. კანადაში მცხოვრებმა ქართველებმა ორი საათით ადრე შევიტყვეთ, რომ შეიძლებოდა პრეზიდენტს შევხვედროდით. 

არ ვიცოდი, მასთან საუბრის შესაძლებლობა თუ მომეცემოდა და წერილი დავწერე. ქართულ დიასპორას იმ დროს უკვე შექმნილი გვქონდა ქართულ-კანადური ბიზნესასოციაცია, რომლის პრეზიდენტიც მე ვიყავი. მაინტერესებდა, რით შეიძლებოდა  საქართველოში ბიზნესის განვითარებას დავხმარებოდით და ამაზე ვწერდი წერილშიც.  ვანკუვერში დიდი დიასპორა არ არის. პრეზიდენტს სულ ოცი კაცი შევხვდით. საუბარი რომ დაასრულა, გვითხრა, მკითხეთ, რაც გაინტერესებთო. გადავწყვიტე, ეს შესაძლებლობა გამომეყენებინა და ძალიან ბევრი კითხვა დავსვი, დაწყებული კულტურით და ბიზნესით დამთავრებული. 

პრეზიდენტს ვუამბე ქართულ-კანადურ ასოციაციაზე, ჩვენს ოჯახურ ბიზნესზე და ჩვენი წარმოებული სხვადასხვა პროდუქტი გადავეცი. მახსოვს ჩემი ბოლო კითხვა, - ქართულმა ხილ-ბოსტნეულმა როგორ უნდა მიიღოს სერტიფიკატი, რომ ევროპისა და ამერიკის ბაზარზე გავიტანოთ-მეთქი. პრეზიდენტმა შემომხედა და, რამდენ შეკითხვას მისვამთ, თანაც ეს სპეციფიკური კითხვაა, რომელზეც პასუხი არა მაქვს. 

მოგვიანებით ჩემი ადმინისტრაციიდან დაგიკავშირდებიან და გიპასუხებენო. მისი ნათქვამი ჩავთვალე მინიშნებად, რომ ეს ჩემი ბოლო კითხვა უნდა ყოფილიყო და გავჩერდი. წასვლისას წერილი გადავეცი. 

ცოტა ხანში დამირეკეს და შემომთავაზეს, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას დავსწრებოდი. ვფიქრობდი, რამდენიმე დღეში უკან დავბრუნდები-მეთქი და მცირეოდენი ბარგით ჩამოვედი. საქართველოში 2001 წელსაც ვიყავი და ერთ კანადურ არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობდი. ბოლო წლებში და განსაკუთრებით 2008 წლის მერე, ძალიან მინდოდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ სხვადასხვა გარემოება მიშლიდა ხელს, მერე  გავთხოვდი და ჩავთვალე, რომ ჩემი ოცნების ასრულება გადაიდო. 

საქართველოს პარლამენტში საინტერესო ადამიანებს შევხვდი და მივხვდი, რომ კანადაში დაბრუნება აღარ მინდოდა. არასამთავრობო ორგანიზაციიდან ჩემი ძველი მეგობრები მოვინახულე და მათ მითხრეს, რამდენიმე კვირაა არასამთავრობო ორგანიზაცია "კოალიცია სამართლიანობისათვის" შევქმენით და თუ   დარჩენა გინდა, ჩვენთან იმუშავეო. ორგანიზაცია დევნილების პრობლემებზე მუშაობდა (სარჩელები შეჰქონდა ევროპის სხვადასხვა სასამართლოში) და ჩავთვალე, რომ ეს იყო ის საქმე, რომელიც ძალიან მაინტერესებდა. 

- საზოგადოებას ახსოვს "კოალიცია სამართლიანობისათვის" მიერ ორგანიზებული კონცერტი და აქცია ენგურის ხიდთან. 

- ზოგჯერ მეუბნებიან, თქვენმა კოალიციამ ეს ერთი აქცია ჩაატარა, მეტი არაფერი გაგიკეთებიათო. არადა, ბევრი რამ გავაკეთეთ, მაგრამ მხოლოდ ეს აქცია გამოჩნდა, ალბათ, იმიტომ, რომ უცხოელების ყურადღების მისაქცევად იყო გაკეთებული. გვინდოდა, მსოფლიოს გაეგო, რა მდგომარეობაში არიან დევნილები, რომელთაც თავიანთ სახლებში უნდათ დაბრუნება. Aამ აქციის შემდეგ საფრანგეთში მიმიწვიეს. ჩემი იქ  ჩასვლა პრეზიდენტ სააკაშვილის საფრანგეთში ვიზიტს დაემთხვა. 

არასამთავრობო ორგანიზაციების პრეზიდენტები, რომლებიც ზუგდიდში აქციის გამართვაში დამეხმარნენ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბერნარ კუშნერის მრჩევლები არიან. მოხდა ისე, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან ბევრი ილაპარაკეს ამ აქციაზე. კოალიციის საქმიანობიდან გამომდინარე, რამდენიმე შემთხვევითი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტთან. მაშინ ნამდვილად არ ვფიქრობდი ეკონომიკის მინისტრობაზე.

- კახა ბენდუქიძემ ერთხელ მითხრა, როდესაც ეკონომიკის მინისტრობა შემომთავაზეს, ათი წამი ვიფიქრე პასუხის გასაცემადო. თქვენ რამდენ ხანში დაეთანხმეთ პრეზიდენტის წინადადებას? 

- კახა ბენდუქიძისაგან განსხვავებით, პასუხის მოფიქრებისთვის რამდენიმე დღე დამჭირდა. ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება. თავდაპირველად პრემიერ-მინისტრთან ვიყავი გასაუბრებაზე. 

მკითხა, როგორ ჩამოიყვან ინვესტორებსო. პასუხი არ მქონდა მოფიქრებული. სპონტანურად ვლაპარაკობდი, ისე, როგორც მე მიმაჩნია სწორად და არა ისე, როგორც ეკონომიკის სახელმძღვანელოში წერია. აღმოჩნდა, რომ ჩემი პასუხები მოეწონათ. 

ეკონომიკის მინისტრობა რომ შემომთავაზეს, დილემის წინაშე ორი რამის გამო დავდექი: პირველი - უნდა დამეტოვებინა კოალიცია, რაც ძალიან არ მინდოდა და მეორე, - თუ ამ წინადადებას მივიღებდი, დავკარგავდი პირად ცხოვრებას, გავხდებოდი საჯარო პერსონა, რომლის ყოველი ნაბიჯი ხელისგულზე დევს და ყველა აკვირდება. ეს კი ძალიან რთულია ჩემთვის, რადგან ბუნებით არ ვარ გახსნილი, არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი. 

ვიწრო სამეგობრო წრე მყავს. დიდ წვეულებაზე ყოფნას მირჩევნია, შინ წიგნი წავიკითხო და მეუღლესთან ვიყო. გარდა ამისა, ვგრძნობდი დიდ პასუხისმგებლობას, უნდა გავმხდარიყავი იმ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი, რომელიც ახლა ავითარებს ეკონომიკას და უამრავი უმუშევარი ჰყავს. 
ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე,  დავთანხმებულიყავი. სხვათა შორის, ჩემი მეგობრები დიდი მოწონებით არ შეხვედრიან ჩემს გადაწყვეტილებას. მეუბნებოდნენ, გაგიჭირდებაო, მაგრამ რომ დაინახეს, როგორ ვმუშაობ, იმედი გაუჩნდათ. 

- ხშირად ლაპარაკობენ ქართული ეკონომიკის წინსვლაზე, ასახელებენ ციფრებს და ჩვენი ეკონომიკური წინსვლის დასტურად მსოფლიო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე  ადგილიც მოჰყავთ, მაგრამ სინამდვილეში ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია, მრავალი საწარმო გაჩერებულია და ხალხი დაუსაქმებელი. 

- გეთანხმებით. 90-იან წლებში საქართველოში ეკონომიკა განადგურდა, დრო სჭირდება, რომ მთლიანად აღდგეს. ფაქტობრივად, ყველაფერი თავიდან არის შესაქმნელი, თანაც ძალიან დიდი დარტყმა მოგვაყენა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა. 

- აკი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი საქართველოს არ შეხებია, რადგან ეკონომიკა ფაქტობრივად არა აქვსო. რა მხრივ დაგვაზარალა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა? 
- 2007 წელს ინვესტორი უფრო თამამად დებდა ფულს საქმეში, ვიდრე დღეს. ინვესტორი დღეს უფრო მეტ დროს მოანდომებს იმის გაანალიზებას, რომელ ქვეყანაში გააკეთოს ინვესტიცია, დღეს ყველა ქვეყანა იბრძვის იმისათვის, რომ ინვესტორი მიიზიდოს.  

- ინვესტორებისთვის, ალბათ, 2008 წლის აგვისტოს ომიც შემაფერხებელი გახდა.

- ომის შემდგომ ზოგმა ინვესტორმა მართლაც შეიკავა თავი, მაგრამ დღეს ვითარება შეცვლილია. როდესაც მინისტრად დავინიშნე, თითქმის ყველა შეხვედრაზე მეკითხებოდნენ რისკ-ფაქტორებზე. ინტერესდებოდნენ, კონფლიქტი კიდევ ხომ არ არის მოსალოდნელიო. დღეს რისკებზე ნაკლებად მეკითხებიან. Eეტყობა, გრძნობენ, რომ რისკ-ფაქტორი იმდენად ძლიერი აღარ არის, როგორც თუნდაც წლის დასაწყისში იყო.   

ხშირად მეკითხებიან, რატომ ლაპარაკობთ ამდენს ტურიზმზეო. იმიტომ, რომ ტურიზმს დღესვე შეუძლია სამუშაო ადგილების შექმნა, მაშინ როდესაც სხვა სფეროებში, მაგალითად, ენერგეტიკაში, წლების განმავლობაში უნდა იმუშაო პროექტზე, მერე განახორციელო და ამის მერე ჩნდება სამუშაო ადგილი. ამიტომაც მოკლე პერიოდში გამოსავლად ტურიზმი დავსახეთ. დროთა განმავლობაში სხვა სფეროებიც წამოიწევს და განვითარდება. საქართველოში საექსპორტო პროდუქციას ფაქტობრივად არ ვაწარმოებთ. აქედან ძირითადად ხეტყე და დაუმუშავებელი ნედლეული გააქვთ.

გვინდა ავამუშაოთ ხეტყის გადამმუშავებელი, საკონსერვო და ავეჯის დამამზადებელი საწარმოები და მერე შევთავაზოთ ინვესტორებს. 

- რამდენადაც ვიცი, წელს ორმილიარდიან ინვესტიციას ელოდით, მაგრამ რამდენიმე ასეული მილიონი შემოვიდა. 
- პირველ და მეორე  კვარტალში მართლაც ძალიან დაბალი მაჩვენებელი გვქონდა, მაგრამ მესამე კვარტალში მნიშვნელოვანი მატებაა და  მეოთხეშიც ველოდებით ინვესტიციებს. ამის იმედს გვაძლევს ბოლოდროინდელი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყანაში. არ მინახავს, რომელიმე  ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი სხვადასხვა ქვეყანაში დადიოდნენ ინვესტორების მოსაზიდად. ჩვენი პრეზიდენტის და პრემიერის ამ მცდელობამ კი ნაყოფი გამოიღო. 
ალბათ, ორმილიარდიანი ინვესტიცია წელს მაინც არ გვექნება. მაგრამ რეგიონში ჩვენ ყველაზე უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს.

- ინვესტორების მოზიდვას რამდენად წაადგება ამას წინათ ორი ებრაელი ბიზნესმენის დაპატიმრება? 
- მათ ინვესტორებს ვერ დავარქმევ, ჩვეულებრივი ქრთამის მიმცემები არიან. ინვესტორების 99% საქართველოში იმიტომ შემოდის, რომ იციან, წელიწადში ერთ გადასახადს გადაიხდიან და მეტს არავინ მოსთხოვს. ზოგიერთი ინვესტორი კი ისეთი ქვეყნიდან მოდის, სადაც წარმოუდგენელია ბიზნესსაქმიანობა ქრთამის გარეშე და დრო სჭირდება, რომ აქაურ გარემოს მიეჩვიოს. 

ჩემი მთავარი პრიორიტეტი უმუშევრობის შემცირებაა. ქვეყანაში ბევრი უმუშევარია, და მათ შორის - ჩემი ნათესავებიც. მაგალითად, ჩემი მეუღლის მშობლები უმუშევრები არიან, მათ მე და ჩემი მეუღლე ვეხმარებით. 

- ნათესავები არ გთხოვენ სამსახურში მოწყობას?
- სამინისტროში ვერავინ იმუშავებს ნაცნობობისა და ნათესაობის გამო. მერწმუნეთ, ჩვენს სამინისტროში ნაცნობობა საჭირო არ არის, მთავარია, პროფესიონალი იყოთ.   

უმუშევრობის დაძლევის აუცილებელ პირობად  მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება მიმაჩნია. 

- მცირე ბიზნესის განვითარება როგორ წარმოგიდგენიათ ქვეყანაში, სადაც ინდმეწარმეებს მასობრივად აპატიმრებენ და აჯარიმებენ. თავად ვნახე,  "პასაჟისა" და "კიდობნის" მოვაჭრეები, რომლებიც  იხვეწებოდნენ, გვასწავლოს ვინმემ ისე მუშაობა, რომ კანონი არ დავარღვიოთ და საგადასახადო სამსახური არ ჩაგვისაფრდესო. 
- ეს პრობლემა მართლაც დგას. ბევრი მეწარმე არაკეთილსინდისიერების კი არა, ინფორმაციის ნაკლებობის გამო დაზარალდა.  მცირე მეწარმეებს, რომლებიც დააჯარიმეს, ვუთხარი, წლის განმავლობაში წესით და რიგით რომ აწარმოოთ ბუღალტრული აღრიცხვა, არავინ დაგაჯარიმებთ-მეთქი, მაგრამ როდესაც ინდმეწარმე არ ინახავს ინვოისებს და არც ჩეკები აქვს, როგორ გააკეთებს აღრიცხვას? მინდა მცირე მეწარმეებს ვუთხრა, ცოტა მეტი ფული დახარჯონ და პროფესიონალი ბუღალტერი დაიქირაონ.   

- თქვენზე მსმენია, გამოუცდელი გოგონაა და როგორ გაართმევს ასეთ გამოწვევებს თავსო...
- მე ხომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას მარტო არ ვწერ? ძირითადად, ინვესტორებთან კომუნიკაცია და საქართველოს იმიჯის წარმოჩენა მიწევს. მინისტრს ყველაზე მეტად ენერგია სჭირდება, რადგან ეს ისეთი სფეროა, სადაც 24 საათი უნდა იმუშაო. 

რამდენიმე დღის წინ ინდოეთიდან დავბრუნდი და იქ ერთი საგულისხმო რამ შევამჩნიე: წარმატებული ბიზნესმენიც, უსახლკაროც და პოლიტიკოსიც გვეუბნებოდა, ხომ ლამაზია ინდოეთი, ესა და ეს კულტურული ძეგლი თუ ნახეთო. მიუხედავად განსხვავებული ყოფისა, ყველა სიყვარულით ლაპარაკობდა თავის ქვეყანაზე. ჩვენ კი რა დაგვემართა? საქართველოს განვითარებას ძალიან უშლის ხელს ის, რომ ქართველები ერთმანეთს ფეხს ვუდებთ და  ჩვენს ქვეყანაზე ნეგატიურად ვლაპარაკობთ.

იდეალური ქვეყანა და ხელისუფლება არ არსებობს. იმის გამო, რომ ვიღაც ხელისუფლებაში პიროვნულად არ მოგწონს, როგორ შეიძლება ქვეყნის საზიანო ნაბიჯი გადადგა? ჩვენ ხომ ახლა ვდგებით ფეხზე. მყარად რომ დავდგეთ, ყველამ თავდაუზოგავად უნდა ვიშრომოთ. ჩვენს ქვეყანას გარეშე მტერი არ აკლია და შიგნიდან მაინც არ ვუმტროთ. 
წყარო - kvirispalitra.ge

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_113.html
განათავსა - mariami | 09 ნოემ. 2010, 16:46 | ახალი ამბები »
 

"''მცირე მეწარმეებმა მეტი ფული დახარჯონ და პროფესიონალი ბუღალტერი დაიქირავონ''" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12332] »
• ტოპ შეთავაზება [129] »
• პროდუქცია და სერვისი [4498] »
• კერძო განცხადება [95] »
• წევრი საიტზე [2568] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 05 ივლისი 2020
  • English Georgian