გამოკითხვის თანახმად, რომელიც ეროვნულმა-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ჩაატარა(აშშ) საქართველოს მოქალაქეების 60%-ს მიაჩნია, რომ ხელისუფლება მნიშვნელოვან რეფორმებს ატარებს ქვეყანაში. ასეთი შეხედულება გამოთქვა გამოკითხულთა 15%-მა, ხოლო 19 პროცენტი კი ამ აზრს არ იზიარებს.
საქართველოს ახალგაზრდობისა და სპორტის საქმეთა მინისტრმა ქვემო ქართლის გუბერნატორთან, რუსთავის მერთან და რაგბის კავშირის პრეზიდენტთან ერთად რუსთავის მე-18 მიკრორაიონში ტერიტორია დაათვალიერა და სიმბოლურად ფუნდამენტი ჩაუყარა რაგბის სტადიონის მშენებლობას.
ბარაკ ობამამ აშშ-ის დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დები ვასერმან-შულცის კანდიდატურა წამოაყენა. ამის შესახებ Associated Pressიტყობინება.
იტალიაში სტარტი მიეცა ლიზა დელ ჯოკონდოს დაკრძალვის ადგილის ძებნის პროექტს. ჯოკონდა არის ქალი, რომელიც, როგორც ტრადიციულად მიჩნეულია, ლეონარდო და ვინჩის ყველაზე ცნობილ ნახატზეა გამოსახული. ამის შესახებ ოფიციალურად გამოცხადდა 5 აპრილს ფლორენციაში, იუწყება ASCA.