ესპანეთი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. ამის შესახებ ცნობილის გახდა ქართველი ჟურნალისტებისათვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი ვაშაძისა და მისი ესპანელი კოლეგის ტრინიდად ჰიმენესის შეხვედრის შედეგად.
იტალია საფრანგეთის შემდეგ ევროკავშირის მეორე სახელმწიფო გახდა, რომელმაც ლიბიის ოპოზიციური ეროვნული საბჭო აღიარა. ბენგაზში ოპოზიციური საბჭო ლიბიის „ერთადერთი კანონიერი წარმომადგენელია“, განაცხადა 4 აპრილს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკო ფრატინმა.
ქართული IT ბაზრის შესწავლისა და მონიტორინგის შემდეგ კომპანია Microsoft-მა ნდობა გამოთქვა ქართული კომპანია „ალტას“ მიმართ, რომელიც უკვე 14 წელია მუშაობს, და მიანიჭა მას Microsoft-ის სახელობითი პარტნიორის სტატუსი.
საპარლამენტო უმრავლესობა მედიის გამჭირვალობის შესახებ კანონპროექტის მიღების დაჩქარებას ითხოვს. ეს საკითხი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა დააყენა.
ქართველმა მეცნიერებმა უნიკალური კედლის ნახატის ნიმუში აღმოაჩინეს. როგორც ტელეკომპანია "რუსთაველი 2-მა" განაცხადა აღმოჩენის ავტორი-რიონი-ყვირალას აუზში მიმდინარე ექსპედიციის ხელმძღვანელი ნიკა ტუშავრიშვილია, ნახატი, რომელიც კედელში ნაკვეთი სოფლის, ვაჩევის გამოქვაბულში იქნა აღმოჩენილი, 300 ათას წელზე მეტს ითვლის.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩინეთის ელჩს შეხვდა.
მთავრობის პრეს-სამსახურის ინფრომაციის თანახმად, შეხვედრაზე ლევან ვარშალომიძემ და ჯიანფუს წევრმა ჩინეთსა და რეგიონს შორის მომავალში შესაძლო თანამშრობლობის შესახებ ისაუბრეს.
საბავშვო ბაღის დირექტორები სახალხო დამცველის დასკვნას აპროტესტებენ. დღეს დაახლოებით 15 ბაღის დირექტორი ომბუდსმენის ოფისში შეიკრიბა და გიორგი ტუღუშს თავიანთი უკმაყოფილების მიზეზი აუხსნეს.
საბავშვო ბაღის დირექტორები სახალხო დამცველის დასკვნას აპროტესტებენ. დღეს დაახლოებით 15 ბაღის დირექტორი ომბუდსმენის ოფისში შეიკრიბა და გიორგი ტუღუშს თავიანთი უკმაყოფილების მიზეზი აუხსნეს.