aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

 ბრიუსელში ენერგეტიკული კონფერენცია დასრულდა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის ხელმძღვანელობით ბრიუსელში იმყოფებოდა სადაც „საქართველოს ენერგეტიკული კონფერენცია“გაიმართა. 

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღეს ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერმა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა, ევროკავშირის მაღალი დონის წარმომადგენლობამ, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა.


კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრის შემდეგ სიტყვით გამოვიდა ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, რომელმაც ისაუბრა ქვეყანაში არსებულ საინვესტიო გარემოზე, ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით ქვეყნის საკანონმდებლო და მარეგულირებელ ბაზაში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში. ასევე ისაუბრა ამჟამად მიმდინარე პროექტებზე და საქართველოს ჰიდროენერგეტიკაში მცირე, საშუალო და მძლავრი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პოტენციურ შესაძლებლობებზე. მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის მიმდინარეობაზე.


ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერმა, თავის გამოსვლაში კიდევ ერთხელ ფართო საზოგადოების წინაშე ხაზი გაუსვა საქართველოს განსაკუთრებულ სტრატეგიულ და კონსტრუქციულ როლს სატრანზიტო ენერგეტიკული პროექტების განვითარების კუთხით, ამასთან მან მხარი დაუჭირა საქართველოს ევროკავშირის ბაზართან სრულ ინტეგრაციას ევროპის საკანონმდებლო ბაზასთან დაახლოების გზით. ბატონმა გიუნტერ ოტინგერმა განსაკუთრებით აღნიშნა ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობა განახლებადი ენერგორესურსების განვითარების თვალსაზრისით.


ევროკომისრის ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერის საქართველოში ვიზიტი, მომავალი წლის გაზაფხულზე დაიგეგმა

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_84.html
განათავსა - teo- | 09 ნოემ. 2010, 12:01 | ახალი ამბები »
 

"ბრიუსელში ენერგეტიკული კონფერენცია დასრულდა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 1
ხმები: 1


მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 10 მაისი 2024
  • English Georgian