aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 მეცნიერება-ტექნოლოგიები: ტექნოლოგიურ ბაზარზე შესაძლოა თითქმის მილიარდი დოლარის ოდენობის გარიგება განხორციელდეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
კორპორაცია Google-მა კომპანია Nortel-ის კუთვნილი პატენტების შეძენაზე განაცხადი შეიტანა. ამის შესახებ ინტერნეტ-კომპანიის ოფიციალურ ბლოგზე არის ნათქვამი.



Google აპირებს Nortel-ის პატენტების შეძენას იმისათვის, რომ საკუთარი საპატენტო პორტფოლიო გაზარდოს. პირველ რიგში, ეს კომპანიას საშუალებას მისცემს, უფრო მტკიცედ იგრძნოს თავი სასამართლო გარჩევებში. იმ შემთხვევაში, თუ Nortel-ის პატენტებს სწორედ Google მიიღებს, უკანასკნელი შეძლებს პატენტების დარღვევის საქმეებთან დაკავშირებულ სასამართლოგარეშე შეთანხმებებამდე მისვლას კროს-ლიცენზირების საშუალებით.


კომპანია Nortel-ის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში დაზუსტებულია, რომ Google-მა განაცხადი შეიტანა საერთო ჯამში 6000 პატენტისა და პატენტის განაცხადის შესყიდვაზე. Google მზადაა, ამ პატენტებისათვის 900 მლნ დოლარი გადაიხადოს.


ამასთან, Nortel-მა პატენტების გაყიდვასთან დაკავშირებული აუქციონის ჩატარების განზრახვის თაობაზე განაცხადა. მასში სხვა კომპანიებიც შეძლებენ მონაწილეობის მიღებას, თუმცა ამისათვის მათ Google-ის მიერ გამოცხადებულ თანხაზე მეტის თქმა მოუწევთ.


აუქციონის ჩატარება 2011 წლის ივნისისთვის არის დანიშნული. თუმცა, აუქციონის ჩატარების ნებართვა ამერიკულმა და კანადურმა სასამართლოებმა უნდა გასცენ. საქმე ისაა, რომ ამჟამად Nortel გაბანკროტების პროცედურას გადის.


საპატენტო პორტფოლიოს გარდა, Nortel სხვა აქტივებსაც ყიდის. კერძოდ, მარტის ბოლოს კომპანია Microsoft-მა IPv4 ფორმატის 650 ათასზე მეტი IP-მისამართის შეძენის შესახებ განაცხადა 7.5 მლნ დოლარად.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1904.html
განათავსა - Drakula | 05 აპრ. 2011, 18:13 | ახალი ამბები »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: ტექნოლოგიურ ბაზარზე შესაძლოა თითქმის მილიარდი დოლარის ოდენობის გარიგება განხორციელდეს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 21 მაისი 2024
  • English Georgian