გარემო: სამხრეთ კორეაში აღმოაჩინეს რადიოაქტიური ნივთიერება იოდი-131 | მსოფლიოს ამბები | ||
სამხრეთ კორეის საჰაერო სივცეში გამოავლინეს რადიოაქტიური ნივთიერებების იოდისა და ცეზიუმი, რომლებიც ატმოსფეროში აღმოჩნდნენ იაპონიის ატომური ელექტროსადგურის ,,ფუკუსიმა-1" მომხდარი ავარიის შედეგად. ამის შესახებ განაცხადეს კორეის ატომური უსაფრთხოების ინსტიტუტის ექსპერტებმა. მათი შეფასებით ქვეყნის 12 რეგიონში გამოავლინეს რადიოაქტიური ნივთიერება იოდი-131, თუმცა მისი კონცენტრაცია არა არის საშიში მოსახლეობისათვის და გარემოსათვის. იოდი-131 აგრეთვე აღმოაჩინეს კუნძულ ჩეჯუდოს სამხრეთ ნაწილში წვიმის წყალში. ცეზიუმ-134 და 137 გამოავლინეს სამხრეთ კორეის 7 რეგიონში. სამხრეთ კორეის მთავრობამ აღნიშნა: მიუხედავად იმისა, რომ ფუკისიმას პროფექტურაში ძირითადად უბერავს დასავლეთის ქარი და რადიოაქტიური ნაწილაკები მიაქვს კორეის ნახევარკუნძულისაკენ, მათი მხოლოდ მცირე ნაწილი მიაღწევს სამხრეთ კორეას. პროდუქტის ხარისხის კონტროლის კორეის სამმართველომ დღეს შემოიღო დროებით აკრძალვა ტიბას პრეფექტურიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის შემოტანაზე. მანამდე სეულმა იგივე მიზეზით აკრძალა პროდუქტის შემოტანა ფუკუსიმას, იბარაკის, ტოჩიგისა და გუმმას პრეფექტურებიდან. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1896.html
| |||
განათავსა - Legatuss | 05 აპრ. 2011, 13:34 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 10 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.