aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

 თბილისში საინფორმაციო ტექნოლოგიების კონფერენცია გაიხსნა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების საკითხებთან დაკავშირებული კონფერენცია გახსნა.



3 დღიანი ღონისძიება სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ტარდება და მასში 20 ქვეყნის 250 წარმომადგენელი მონაწილეობს.


როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მთავრობა ძალიან ბევრს მუშაობს იმისათვის, რომ კერძო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების მოსაზიდად მაქსიმალურად კარგი პირობები შექმნას.


„მაგრამ ინვესტორთა მხრიდან ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების დონეს ეხება. საქართველში მოცემული სფერო ვითარდება და ჩვენ საკმაოდ კარგი მიღწევები გვაქვს. თუ საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით შიდა საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროს მიღწევებს შევხედავთ, შევამჩნევთ, რომ ჩვენ რეგიონში ერთ-ერთი ლიდერები ვართ. მაგრამ განვითარება არ უნდა შევწყვიტოთ. ამგვარი კონფერენციები კი საუკეთესო ადგილია იმისათვის, რომ განვავითაროთ იდეები და წამყვანი ქვეყნების გამოცდილება გადმოვიღოთ, რათა თანამედროვე სამყაროს დავეწიოთ“, - აღნიშნა გილაურმა.

წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_184.html
განათავსა - Drakula | 10 ნოემ. 2010, 10:10 | ახალი ამბები »
 

"თბილისში საინფორმაციო ტექნოლოგიების კონფერენცია გაიხსნა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 17 მაისი 2024
  • English Georgian