aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

 აჭარა ინგლისური ენის ხუთმა უცხოელმა პედაგოგმა დატოვა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
აჭარაში ხუთმა ინგლისურენოვანმა პედაგოგმა საჯარო სკოლებში მუშაობაზე უარი თქვა. მათ შორის სამი მამაკაცია. ორმა პედაგოგმა საქართველო უკვე დატოვა.



   როგორც `მედიანიუსს” აჭარის განათლების სამინისტროს განათლებისა და ლიცენზირების განყოფილების უფროსმა ნაზი ბერიძემ განუცხადა, რეგიონიდან ინგლისური ენის პედაგოგების წასვლის ძირითადი მიზეზი მათი კლიმატთან შეუგუებლობა და ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობა გახდა. პედაგოგებმა  მაღალმთიან დასახლებების _ მახოს, ქედას, ხულოსა და კახაბერის სკოლები დატოვეს. წასული ხუთი პედაგოგიდან ერთ-ერთი ბათუმის #18 სკოლის მასწავლებელიც იყო.


    ნაზი ბერიძის განცხადებით, მამაკაც პედაგოგებს ასთმური შეტევა და ბრონქიალური გართულებები დაეწყო. აუცილებელი გახდა მათი საქართველოდან წასვლაც. დანარჩენები  გურიის საჯარო სკოლებში გადაანაწილეს.


    ვადასტურებ, რომ ზოგიერთ მათგანს ნამდვილად ჰქონდა მოთხოვნები და პრეტენზიები. სკოლის კეთილმოწყობასთან ერთად, ეს ეხებოდა სასწავლო პროცესის გამართულობასაც. ფაქტია, რომ ჩვენი განათლების სისტემა რაღაც ინოვაციურს ვერავის შესთავაზებდა. ყველაფერი მიმდინარე რეფორმების შედეგი უნდა იყოს. მაგალითად, იყო შემთხვევა, როდესაც ექიმთან მისულ ერთ-ერთმა უცხოენოვანმა მასწავლებელმა ინდივიდუალური საშხაპე მოითხოვა. ცხადია, მთავრობას ალოგიკური მოთხოვნების მიმართ მხარდაჭერა ვერც ექნება. იყო შემთხვევაც, როდესაც აჭარის მაღალმთიანეთში ოჯახმა პედაგოგი კანის ფერის გამო არ მიიღო. ეს მასწავლებელი ოზურგეთში გადანაწილდა.” – განაცხადა ნაზი ბერიძემ. 


    ცნობისთვის: ინგლისურენოვანი პედაგოგები საქართველოს ხელისუფლების მოწვევით, პროგრამა `ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოვიდნენ. ნავარაუდევია 2010 წლის ბოლოსთვის 1000 პედაგოგის ჩამოყვანა.
წყარო - medianews.ge

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_182.html
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 10:06 | ახალი ამბები »
 

"აჭარა ინგლისური ენის ხუთმა უცხოელმა პედაგოგმა დატოვა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 17 მაისი 2024
  • English Georgian